მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს მიმდინარე ერთობლივი პროექტი განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) განხორციელების დეტალები განიხილა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა კიდევ ერთხელ მისცა მაღალი შეფასება დისტანციური სწავლების პროცესში სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავებულ იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ონლაინ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, პროექტი არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ უფრო ცხადი გახდა სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებები. ამ მიმართულებით, თავის მხრივ, სამინისტრო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს საჭიროებები კიდევ უფრო გამოკვეთა.

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან საქართველოში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებითა და ინვენტარით სამინისტროს მიერ საქართველოს ყველა სკოლა აღიჭურვა. მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თუ როგორ მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვა, სამინისტროს მხრიდან სისტემატური მონიტორინგი ხორციელდება.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელს, რომლის საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება და სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ონლაინ რეჟიმში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, უფროსი ეკონომისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი სორენ ნელემანი და განათლების სექტორის უფროსი სპეციალისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი ნინო ქუთათელაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს მიმდინარე ერთობლივი პროექტი განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ (I2Q) განხორციელების დეტალები განიხილა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, წლების განმავლობაში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისათვის მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ, სებასტიან მოლინეუსმა კიდევ ერთხელ მისცა მაღალი შეფასება დისტანციური სწავლების პროცესში სამინისტროს მიერ უმოკლეს დროში შემუშავებულ იმ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს ონლაინ სწავლებაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ.

„ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ – სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, პროექტი არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ უფრო ცხადი გახდა სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის საჭიროებები. ამ მიმართულებით, თავის მხრივ, სამინისტრო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს საჭიროებები კიდევ უფრო გამოკვეთა.

მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსთან საქართველოში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებითა და ინვენტარით სამინისტროს მიერ საქართველოს ყველა სკოლა აღიჭურვა. მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თუ როგორ მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვა, სამინისტროს მხრიდან სისტემატური მონიტორინგი ხორციელდება.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების მიმართულებით საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელს, რომლის საჯარო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება და სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ონლაინ რეჟიმში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, მსოფლიო ბანკის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ლევენტ იენერი, უფროსი ეკონომისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი სორენ ნელემანი და განათლების სექტორის უფროსი სპეციალისტი, I2Q პროექტის ხელმძღვანელი ნინო ქუთათელაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ