პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს კენჭს დღეს უყრის

პრემიერობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გავა.

ღარიბაშვილის კაბინეტს პარლამენტის კომიტეტები ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერას უცხადებს.

22 თებერვალს, პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვის საჭიროა სულ მცირე 76 ხმა.

მინისტრთა კაბინეტში შემდეგი ცვლილებაა: - მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ცვლის.

თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი და კაბინეტი ასეთი შემადგენლობითაა წარდგენილი:

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაურის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკა ტიკარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი; ფინანსთა მინისტრი - ვანო მაჭავარიანი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი; იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია