ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია, "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ელჩებთან შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ჩაინიშნა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია