გია ხუხაშვილი აუდიოჩანაწერზე - დარწმუნებულები არიან, რომ ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია - შიდა გამოძიებას აწარმოებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც შიგნიდან გასცა

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითიც „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, „ქართული ოცნება“ შიდაგამოძიებას აწარმოებს.

„ვის მიერ არის შემოგდებული, ცალკე თემაა. რა შუაშია აქ ოპოზიცია. ხელისუფლება საჯაროდ კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ.... „შავი არქივი“ მოიგონეს უცბათ, მაგრამ ზუსტად ვიცი, შიგნით დარწმუნებულები არიან, რომ ეს ერთ-ერთი მათგანის, ხელისუფლების გაკეთებულია, შიგნით ეძებენ. შიდაგამოძიებას აწარმოებენ, ეძებენ, ვინ არის ის ვირთხა, ვინც, შიგნიდან გასცა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, „კოლექტიური მურუსიძეები“ ამას მომავალ ხელისუფლებასთან თავის დაზღვევისა და თამაშში დარჩენისთვის აკეთებენ.

„მე ამ უახლეს ისტორიაში დიდი გამოცდილება მაქვს და დაახლოებით ვიცი როგორ ხდება ყველაფერი, სისტემა, „კოლექტიური მურუსიძე“ როგორც კი იგრძნობს, რომ ხელისუფლება ცოტა შეტორტმანდა და შეიძლება შეიცვალოს, იქ არიან საშუალო რანგის ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან, იმისდა მიხედვით, ვინ არის ხელისუფლებაში და ასეთი საშუალო რანგის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ან ვიღაც ასეთი, იმისთვის რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში „კვერცხები დადოს“ მომავალ ხელისუფალთან და გარკვეული გადაზღვევა გააკეთოს, იწყებს ასეთი ინფორმაციის მიწოდებას მეორე მხარისთვის, რომ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ის მაინც თამაშში დარჩეს ან მინიმუმ ხელშეუხებელი იყოს.

ეს ჩინოვნიკები წაუგებელს თამაშობენ, ეს ხომ კონფიდენციალურობის დაცვით კეთდება, შეიძლება დარწმუნებული არც არის, მაგრამ რომ შეიცვალოს?! ამიტომ იქაც „დადო კვერცხი“ აქ ხომ არის ისედაც და იქაც „დადო კვერცხი“ და თუ შეიცვალა, მაშინ იქნება შოკოლადში. მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად