სოზარ სუბარი - რა წინადადებით წავა პრემიერი ბრიუსელში, ამაზე არ ვილაპარაკებ - იმედია, გარკვეული დიალოგი ოპოზიციასთან შედგება

რა წინადადებებით წავა პრემიერი ბრიუსელში, ამაზე არ ვილაპარაკებ, იმიტომ, რომ მანამდე სავარაუდოდ, დაგვრჩა რამდენიმე შეხვედრა - იმედია, შედგება გარკვეული დიალოგი ოპოზიციასთან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ყველა ბერკეტს აძლევს იმისთვის, რომ არჩევნების საკითხი გამოიძიოს და მეტი კომპრომისი ხელისუფლების მხრიდან წარმოუდგენელია.

„დასავლეთი ამდენი ხანია მოუწოდებს ოპოზიციას, რომ შევიდეს პარლამენტში და პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები უნდა მიმდინარეობდეს, პასუხი არის ნული, სრული იგნორირება ჩვენი მეგობრების მოწოდებების. როგორ ვადგენთ არჩევნები გაყალბდა თუ არ გაყალბდა?! ოპოზიციას ვაძლევთ ხელთ ყველა ბერკეტს გამოიძიოს არჩევნები, დაკითხოს ყველა ის 11 000 წარმომადგენელი, რომლის ხელმოწერებიც არსებობს ოქმებზე, გახსნას ყველა ვიდეო კამერა და ნახოს მართლა რამდენი ადამიანი შევიდა და ერთი ხმა ხომ არ არის სადმე მიმატებული და გამოკლებული, ამაზე დიდი ბერკეტი ოპოზიციის ხელში არ არსებობს და მეტი კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ნებისმიერი ძალის მხრიდან არის წარმოუდგენელი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორების მედიაციით სწორედ ამ საკითხებზე შევთანხმდებით. ახლა, რა წინადადებებით წავა პრემიერი ბრიუსელში ამაზე არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ მანამდე ალბათ, დაგვრჩა რამდენიმე შეხვედრა, იმედია შედგება გარკვეული დიალოგი ოპოზიციასთან“, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა