შალვა პაპუაშვილი IRI-ს ანგარიშზე - მხოლოდ ჩვენი ოპონენტების ჯგუფია დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არჩევნების შედეგები არ აღიაროს

მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არ აღიაროს არჩევნების შედეგები, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რომელსაც გეგმავდნენ", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი IRI-ის ტექნიკურ საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეების ნება აისახა.

"გუშინ ვნახეთ IRI-ის საბოლოო ანგარიში არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც კიდევ ერთხელ განმეორდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ცესკო და საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებლები. ის რომ ამ არჩევნების შედეგებზე აისახა საქართველოს მოქალაქეების ნება, ის რომ ამ არჩევნებს მართალია ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ არა ისეთი, რომელსაც რაიმე სახის გავლენა შეეძლო მოეხდინა შედეგისთვის. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღეს დღეისობით, მხოლოდ ერთადერთი ჯგუფი, ჩვენი ოპონენტების ჯგუფი არის დარჩენილი, რომელიც ჯიუტად ცდილობს არ აღიაროს არჩევნების შედეგები, გამომდინარე იქიდან რომ ვერ მიიღეს ის რეზულტატი, რომელსაც გეგმავდნენ",-აცხადებს პაპუაშვილი.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს, როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ის ოპიტიმისტურად არის განწყობილი.

"მე ოპიტიმისტურად ვარ განწყობილი. თავად გახლდით ეს დღეები ბრიუსელში, ევროპარლამენტის წევრებთან მქონდა შეხვედრა, ვნახეთ რა იყო განწყობა. განწყობა არის შემდეგი, საჭიროა შეთანხმება, საჭიროა პარლამენტში ოპოზიციის მონაწილეობა. ამას ვხედავთ ჩვენი ადგილობრივი მოსახლების გამოკითხვაში, როდესაც ოპოზიციის მომხრეებიც კი ეუბნებიან, რომ პარლამენტში შევიდნენ. ეს ვნახეთ გუშინდელ მოწოდებებშიც. ჩვენ, ერთი მხრივ, ღია ვართ შეთანხმებისთვის და მოსურნე, რომ ეს შეთანხმება იყოს ყველასთვის სასარგებლო, განსაკუთრებით ქვეყნისთვის. ოპტიმისტირად ვარ განწყობილი რომ შედეგიანი იქნება",-აცხადებს პაპუაშვილი.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია 16 მარტამდე მოხდეს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, პაპუაშვილი აცხადებს: "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოლაპარაკების დროს ისეთი შეთავაზება გააკეთოს, რაზეც ობიექტურად უარის თქმა შეუძლებელი იქნება",-აცხადებს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც გაზრდილ საარჩევნო აქტივობას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას ასახავს. როგორც IRI-ს ევრაზიის დივიზიის დირექტორი სტივენ ნიქსი აღნიშნავს, "გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანამ არჩევნების გამჭვირვალეობისა და კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელი რეფორმები გაატარა".

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო