გიგი უგულავა - რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია, ეს მაინც მოხდება, უბრალოდ, კარგია, რომ შეთანხმებით მოხდეს და არა იძულებით

მე, სერიოზულად არ მოვეკიდებოდი, კობახიძის, ღარიბაშვილის და მათ ლანძღვა-გინებას, რადგანაც მგონია, რომ ძალიან გასაგებია.... მათ დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე უარი თქვეს, ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების მაყურებელზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, მათ „ამით მხარდამჭერები არ გაეზრდებათ“.

„მე, სერიოზულად არ მოვეკიდებოდი, კობახიძის, ღარიბაშვილის და მათ ლანძღვა-გინებას, რადგანაც მგონია, რომ ძალიან გასაგებია.... მათ დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეების უდიდეს ნაწილზე უარი თქვეს, ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების მაყურებელზე, რომელსაც ნარკოტიკივით სჭირდება ყოველდღიურად, ყოველკვიურად და ყოველთვიურად მიაწოდო ჩვენი სალანძღავი ინფორმაცია და შეუძახო, რომ „ესენი არიან კრიმინალები“, დაამუნათო წინა ხელისუფლება, მე, მელია, სააკაშვილი და ა.შ. ეს არის ნარკოტიკი, რომელზეც შესვეს საკუთარი მომხრეები და ამ ნარკოტიკისა და ამ წრე-ბრუნვის მძევლები არიან თვითონ. ამიტომ არის, მანტრასავით რომ გამოვა ირაკლი კობახიძე ამაზე ლაპარაკობს, ალბათ, ძილისწინ ლოცვასავით იმეორებს, ღარიბაშვილიც. იმიტომ, რომ ეს არის საკვები, რომლითაც სამწუხაროდ, კვებავენ საკუთარ მომხრეებს. უბრალოდ, უნდა ესმოდეთ, რომ როგორც ნარკოტიკის დოზას მერე სადღაც, სიკვდილისკენ რომ მიჰყავს, ზუსტად ასე მიჰყავთ საკუთარი პოლიტიკური გუნდი და მხარდამჭერები. ამით მხარდამჭერები ვერ გაეზრდებათ, მხოლოდ და მხოლოდ, უმცირდებათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდებიან პირდაპირი მნიშვნელობით სადისტური მიდრეკილებების მქონე ადამიანები მარტო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისვე განმარტებით, აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერ იტყვის, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკებები.

„ნამდვილად ვისურვებდი, დამთავრდეს ისე, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს და კრიზისიდან გამოვიდეს. ამისთვის მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებელია და როგორ მივდივართ ამისკენ, ეს საზოგადოებისთვის ცხადი უნდა იყოს. ეს მაინც მოხდება აუცილებლად. უბრალოდ, კარგია, რომ შეთანხმებით მოხდეს და არა იძულებით, რომელიც აუცილებლად დაუდგება „ქართულ ოცნებას“, - აცხადებს უგულავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა