მიხეილ სააკაშვილი - ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია

ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ამით მან უპასუხა წამყვანის კითხვას, "ბოლო დროს, იყო როგორც ევროპარლამენტარების, ასევე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის განცხადებები, მაშინ, როცა საუბარია, რომ ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას და გავლენებს, იქ თქვენი სახელი და გვარი, მიხეილ სააკაშვილი იყო ნახსენები".

"ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, არის ამორალური და იდიოტი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო, სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლეებთან და არ წერს განაჩენებს. სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს, არ ატერორებს და არ აგზავნის პოლიციას. მე არ მიშვებენ ჩემ ქვეყანაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთოდ არ აინტერესებს არავის აზრი.

"აბა, შემომიშვან ჩემს ქვეყანაში, შექმნან თანაბარი პირობები, სად იქნება ივანიშვილი, ზუსტად რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგას გაჩვენებთ. შექმენით თანაბარი პირობები, მიუდექით იმავე სტანდარტებით, როგორიც არის დასავლეთში. დასავლეთში როგორც იქნებოდა, ისე იყოს. ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან... სად ვიპოვი ხვალ და ზეგ იმ გადამდგარ პირებს. ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობრები და უკაცრავად, გვარები რომ დაასახელეს ეგენი ვინ იცის?- მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი იცის ყველამ. ყველას შეუძლია უყეფოს მზეს, მაგრამ ქარავანი მაინც უნდა მიდიოდეს. ქარავანი არის საქართველოს გადარჩენისთვის.

საერთოდ არ მაინტერესებს არავის აზრი, მაინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, მისი პერსპექტივები. ყოველთვის ასე ვიყავი, მთელი ცხოვრება, იმიტომ მივაღწიეთ იმ წარმატებას, რომელსაც მივაღწიეთ“", - განაცხადა სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა 9 მარტს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ "ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა - სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩარევა".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა