მიხეილ ჩხენკელი მონიტორინგის მიზნით თბილისის 118-ე და 208-ე საჯარო სკოლებს ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი N118 და N208 საჯარო სკოლებში ვირუსის პრევენციის მიზნით სკოლების მიერ შემუშავებულ სანიტარულ ნორმებს გაეცნო და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია თავად სკოლების დირექტორებისგან მოისმინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ N118 სკოლაში 1230, ხოლო N208 სკოლაში 892 მოსწავლე ირიცხება, ორივე მათგანში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია სრულფასოვნად არის დაცული.

მათივე ცნობით, სკოლები აღჭურვილია ყველა შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, ხოლო მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

„უსაფრთხოების მიზნით, სკოლებში სანიტარიის დასაცავად გამკაცრებულია საზედამხედველო კონტროლი. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება.

სამინისტროს მხრიდან უსაფრთხოების დაცვის მიზნით სკოლებში მონიტორინგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. როგორც მინისტრის, ასევე მინისტრის მოადგილეების მხრიდან კვლავ აქტიურად გაკონტროლდება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე უმაღლესი სასწავლებლები და პროფესიული კოლეჯები“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს