სასტუმრო „რუმსი“ ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით შეძახილების ფონზე დატოვეს

სასტუმრო „რუმსი“ რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრებმა დატოვეს. ისინი ავტობუსში პოლიციის კორდონის საშუალებით ჩასხდნენ. აქტვისტებმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.

როგორც დავით ქაცარავამ განაცხადა, მას არ დაუნახავს, იყო თუ არა აღნიშნულ პირებს შორის თავად პოზნერი.

არსებული ინფორმაციით, პოზნერის სტუმრები აეროპორტისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია. სასტუმრო "ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.

იხილეთ ვიდეო:სასტუმრო „რუმსი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით შეძახილების ფონზე დატოვეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა