სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - სავარაუდო მსხვერპლთა 31% არის ადმინისტრაციული, ხოლო 21% - სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირი

2020 წელს დაწყებულ 270 სისხლის სამართლის საქმეში 310 სავარაუდო მსხვერპლი ფიგურირებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მიუთითებს, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებათაგან 82%-ში სავარაუდო მსხვერპლები შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებად ასახელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, 17%-ში - იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო 1%-ის შემთხვევაში - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს.

„2020 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ 5 სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდებულად ხუთივე შემთხვევაში ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 თანამშრომელი.

სავარაუდო მსხვერპლთა 31% არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი, 21% - სისხლის სამართლის წესით დაკავებული, 15% - პატიმრობაში მყოფი ბრალდებული, 15% - მოქალაქე, 11% - თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, 5% - მოწმე, ხოლო 2% - სხვა სტატუსის მქონე პირი.

სავარაუდო მსხვერპლთა 40% დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 31% - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, 26% - ავტომანქანას, 16% პენიტენციურ დაწესებულებას, 8% - სახლს/ბინას, ხოლო 3% - სხვა საჯარო დაწესებულებას. ზოგ შემთხვევაში ერთმა და იმავე მსხვერპლმა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილად დაასახელა რამდენიმე ადგილი“, - აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?