ინგლისში სწრაფი კოვიდტესტების გაკეთება კვირაში ორჯერ უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი

ინგლისში მოქალაქეებისთვის კორონავირუსის სწრაფი ტესტის გაკეთება კვირაში ორჯერ უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობის მიერ ინიცირებული ტესტირების პროგრამის გაფართოება 9 აპრილიდან იგეგმება.

ტესტის ნაკრებების მიღება, რომლებსაც პასუხის დადგენა დაახლოებით 30 წუთში შეუძლია, საიტების, აფთიაქებისა და ფოსტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ტესტის გაკეთებას მოქალაქეები ტესტირების ცენტრებშიც შეძლებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროგრამა, „ლოქდაუნის“ რეჟიმის შემსუბუქების ფონზე, ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, მოქალაქე, ოჯახთან ერთად, იზოლაციაში გადავა. მათ მეორე, პისიარ ტესტის გაკეთების მოთხოვნის საშუალებაც მიეცემათ და აღებული ნიმუშები ანალიზისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს 12 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განცხადებას გააკეთებს. კერძოდ, ის საცალო სავაჭრო, ღია ტიპის სამასპინძლო ბიზნეს ობიექტების და სილამაზის სალონების გახსნას დააანონსებს.

იხილეთ ვიდეო:ინგლისში სწრაფი კოვიდტესტების გაკეთება კვირაში ორჯერ უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო