თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს

თეთრი სახლი სავალდებულო ფედერალური კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოქალაქეთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ პსაკის განმარტებით, შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს და არ დაუჭერს "სისტემას, რომელიც ამერიკელებს მოწმობის ტარებას ავალდებულებს".

”მთავრობა ახლა და არც მომავალში მხარს არ დაუჭერს სისტემას, რომელიც ამერიკელებს მოწმობის ტარებას ავალდებულებს. ჩვენი ინტერესი ძალიან მარტივია : ამერიკელთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს,”- აღნიშნა ჯენ პსაკიმ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას. ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი თანასწორობის საკითხია.

იხილეთ ვიდეო:თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს

თეთრი სახლი სავალდებულო ფედერალური კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მოქალაქეთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ პსაკის განმარტებით, შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს და არ დაუჭერს "სისტემას, რომელიც ამერიკელებს მოწმობის ტარებას ავალდებულებს".

”მთავრობა ახლა და არც მომავალში მხარს არ დაუჭერს სისტემას, რომელიც ამერიკელებს მოწმობის ტარებას ავალდებულებს. ჩვენი ინტერესი ძალიან მარტივია : ამერიკელთა კონფიდენციალურობა და უფლებები დაცული უნდა იყოს,”- აღნიშნა ჯენ პსაკიმ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა, რომ მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს, ვინაიდან ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას. ამასთან, კიდევ ერთი მიზეზი თანასწორობის საკითხია.

იხილეთ ვიდეო:თეთრი სახლი სავალდებულო კოვიდპასპორტის შემოღებას გამორიცხავს

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს