ანრი ოხანაშვილი - აქციას არავის ვუწყობთ და არც გვაქვს არავისთვის არაფერი მოსაწყობი

აქციას არავის ვუწყობთ და არც გვაქვს არავისთვის არაფერი მოსაწყობი. არანაირი ინტერესი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ამ საკითხებთან მიმართებით ჩვენ არ გვაქვს, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ქართული ოცნების" გუნდი არის საქართველოს პარლამენტში და ჩვენ არ გვჭირდება არავისთან აქცია. შესაბამისად, ყველა ადამიანს აქვს შეკრების თავისუფლება და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი პათოსი. მე არ ვიცი რა იდეის გარშემო იკრიბებიან და რა უნდათ. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ყველა არაპოლიტიკურ საზოგადოებრივ ჯგუფს საქართველოში სრულად აქვს გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და შეუძლიათ გამოხატონ. ასე რომ, ეს მათი არჩევანია. მე ვიზიარებ "ქართული ოცნების" გუნდის სულისკვეთებასა და პოლიტიკას და შესაბამისად, აქციას არავის არც ვუწყობთ და არც გვაქვს არავისთვის არაფერი მოსაწყობი. არანაირი ინტერესი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ამ საკითხებთან მიმართებით ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ოხანაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა