ლევან დავითაშვილი - მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება.

როგორც დავითაშვილი ამბობს, 2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში.

„ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ეს ტენდენცია უკვე ჩანს, რაც გამოწვეულია შესაძლებლობების ზრდით.

რამდენიმე წელიწადში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის პირობებში, სრული სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „საქსტატმა“ 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს