ხათუნა სამნიძე - პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი მას მიეღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ

პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი, პირველი გადაწყვეტილება მას მიეღო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ანუ ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ რიყეზე ოპოზიციის შეკრებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის მზად არის „მთავარი არხის“ მეწილი გიორგი რურუა გარკვეული პირობებით, შეიწყალოს.

მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოწმობს იმას, რომ პრეზიდენტმა ფართო შეთანხმების შესაძლებლობა დაინახა.

„ეს არის სერიოზული პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ პარტიებმა დაინახონ ეს პროცესი, შევძლოთ და ყველას ხელმოწერა იყოს ამ დოკუმენტზე - ეს არის სერიოზული ნაბიჯი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მან დაინახა შესაძლებლობა, რომ შეთანხმება შესაძლებელია იყოს ფართო. რურუას საკითხი იყო ერთ-ერთი საკვანძო, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი და ამ შემთხვევაშ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ამ კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი, პირველი გადაწყვეტილება მიეღო მას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური იმისთვის, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ანუ ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ“, - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, „მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდანვე 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, - განაცხადა პრეზიდენტ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო