შალვა შავგულიძემ და ანა ნაცვლიშვილმა შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, პარლამენტის არჩეულმა დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ და "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შალვა შავგულიძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა შემდგომი მოქმედებები ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა განაგრძონ.

"მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე შემოთავაზების ეს ბოლო ვარიანტი უნდა მივიღოთ დამაკმაყოფილებლად. პოლიტიკა ეს არ არის სურვილების რეალიზების ხელოვნება, ეს არის შესაძლებლობების რეალიზების ხელოვნება. მადლობა უნდა ვუთხრათ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა ძალისხმევის შედეგად გახდა შესალებელი ამ შედეგის მიღწევა და ხელი არ უნდა ავუკრათ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ დავრჩეთ მარტო "ქართული ოცნების" და შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე უნდა გავაგრძელოთ შემდეგი მოქმედებები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრირებისთვის", - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის ღიაა, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმება. კერძოდ, შეთანხმების ტექსტს ოპოზიციური სპექტრიდან ხელი მოაწერეს: „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ, "ლელოს“ ლიდერებმა - ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, "რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა და „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. ასევე დოკუმენტზე ინდივიდუალური ხელმოწერა დააფიქსირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა დავით ბაქრაძემ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ, პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა 4-მა დეპუტატმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ბექა ლილუაშვილმა, შალვა კერესელიძემ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა.

დოკუმენტს ამ ეტაპზე არ შეერთებია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაბამისად, შეთანხმების ტექსტს არ აქვს მათი ხელმოწერა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ თანხმობა დააფიქსირა „ქართულმა ოცნებამაც“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა