ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტოკოსს, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ექვსთვიანი დაპირისპირების შემდეგ მხარეების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კომპრომისულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ოპოზიციის ნაწილში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემებზე ვნებათაღელვა კიდევ დიდხანს იქნება. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარსა და პრეზიდენტის სასახლეში შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- პოზიტივია ის, რომ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. ის რაც ხდებოდა ამ თვეებში, აზიანებდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში მყოფ ქვეყნის ეკონომიკას, საინვესტიციო გარემოს, სტაბილურობას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს.

ევროპაში აღიარებულ არჩევნებს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს, ბოიკოტს არ უნდა უცხადებდნენ. ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირის მისიის პარალელურად, პოლიტიკური პროცესის დარეგულირების ცენტრად პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცა.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ ვითარების განმუხტვას და პოლარიზაციის შემცირებას, ამის ნიშნებს და პერსპექტივას ვერ ვხედავ. წინასაარჩევნოდ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება.

რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შემდეგ ვითარების განმუხტვას და პოლარიზაციის შემცირებას, ამის ნიშნებს და პერსპექტივას ვერ ვხედავ. წინასაარჩევნოდ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება

- ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ბევრად უკეთესი შეთანხმება შეიძლება მიგვეღო, თუ ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებდა და ევროპული საბჭოსგან მეტი კატეგორიულობით მოითხოვდა მეტს.

მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მტკიცება, რომ მათ ვინც მიიღო ევროსაბჭოს შეთავაზებები და ხელი მოაწერა შეთანხმებას, სწორედ მათ გადაარჩინეს ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი და ქვეყნის რეპუტაცია.

რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები შიდა დიალოგში ჩართულობაზე და ქვეყნის მხარდაჭერაზე უარს იტყოდნენ? ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნებოდა?

- თუ შეთანხმება ამჯერადაც არ შედგებოდა, შედეგებზე პასუხისმგებელი ორივე მხარე იქნებოდა. ჩემთვის, თუ ქვეყანა დაზარალდებოდა, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვისი ბრალეულობით მოხდებოდა. მასე თუ მივუდგებით, მმართველ პარტიასაც შეეძლო უკეთესი შეთანხმება მიეღო

თუ შეთანხმება ამჯერადაც არ შედგებოდა, შედეგებზე პასუხისმგებელი ორივე მხარე იქნებოდა. ჩემთვის, თუ ქვეყანა დაზარალდებოდა, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვისი ბრალეულობით მოხდებოდა. მასე თუ მივუდგებით, მმართველ პარტიასაც შეეძლო უკეთესი შეთანხმება მიეღო

დღეს წარსულზე მსჯელობას აზრი არ აქვს. რაზეც ხელი მოაწერეს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, უნდა შესრულდეს. ისიც უნდა აღნიშნოს, რომ მოსახლეობასაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს ამ შეთანხმებაზე.

- მას შემდეგ, რაც მხარეებს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტი გადაეცათ, სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციურ ფლანგზე პროცესები საკმაოდ სწრაფად განვითარდა.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების კომპრომისული ვარიანტით არც მმართველი გუნდი ჩანდა კმაყოფილი და არც ოპოზიცია, შეთანხმებაზე ხელმოწერები უკვე არსებობს. მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობიდან“ შეთანხმებას ხელი სალომე სამადაშვილმა მოაწერა, ამავე შეთანხმებას შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

მეტიც, „ნაცმოძრაობის“ სიით დეპუტატობის მანდატის მქონე თანაგუნდელებს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა შეერთებოდნენ ამ პროცესს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ციხიდან გათავისუფლდებოდა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

ზოგმა ჩათვალა, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, „ნაცმოძრაობა“ მარგინალიზაციისთვის გაიმეტა, მაგრამ იგივე „ნაცმოძრაობა“ თავად სააკაშვილმა გადაარჩინა, როცა თანაგუნდელებს მოუწოდა შეერთებოდნენ ამ პროცესს, ოღონდ მელიას გათავისუფლების შემდეგ.

თქვენ როგორ აღიქვით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდება თანაგუნდელებისადმი?

- მიხეილ სააკაშვილი, თავისი ღია გამოსვლებით, მუდმივად ჩრდილავს ენმ-ის ოფიციალურ თავმჯდომარეს, რაც არაკორექტულია. ამ თემებზე ვრცლად არ ვისაუბრებ. ჯერ კიდევ ე.წ. ფასილიტაციის პირველი რაუნდების დროს ვამბობდი, რომ ჩვენ მოლაპარაკებებისთვის კარგი ფონი უნდა შეგვექმნა.

ახლაც იგივეს ვიტყვი. უკვე მიღწეული შეთანხმების შესრულებას უნდა შევუქმნათ ხელშემწყობი ფონი. თუმცა, თავად ოპოზიციურ პარტიებშია შიდა განხეთქილებები და ერთმანეთს ესხმიან თავს.

რაც შეეხება იმას, რომ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობა“ მარგინალიზაციას გადაარჩინა, არ მგონია. 19 აპრილს სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოიწოდა არ შეერთებოდნენ შეთანხმებას. არადა, ეს მაშინ, როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო გარანტი. წესით, ასეთი ხისტი უარი არ იყო საჭირო. სააკაშვილისგან ასეთი განცხადებაც გვახსოვს - "ევროპა არა ტოროლაო".

შემდეგ, როცა ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი შეუერთდა შეთანხმებას, სააკაშვილმა შეცვალა პოზიცია და თანაგუნდელებს მოუწოდა - როცა მელიას გამოუშვებენ, შეთანხმებას მოაწერეთ ხელიო. ევროპელ პარტნიორებს უნდა ჰკითხოთ, ისინი როგორ აფასებენ სააკაშვილის განცხადებებს.

როცა ძალიან ბევრი პოლიტიკური სუბიექტი და დამოუკიდებელი პოლიტიკოსი შეუერთდა შეთანხმებას, სააკაშვილმა შეცვალა პოზიცია და თანაგუნდელებს მოუწოდა - როცა მელიას გამოუშვებენ, შეთანხმებას მოაწერეთ ხელიო. ევროპელ პარტნიორებს უნდა ჰკითხოთ, ისინი როგორ აფასებენ სააკაშვილის განცხადებებს

საერთოდ, ენმ უნდა მოქმედებდეს მისი პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის დირექტივებით.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, ამინისტიის კანონზე მუშაობის დაწყება „ქართული ოცნებისთვის“ ლავირებისთვის პლაცდარმია, რომლის ფარგლებშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მელიას, როგორც პოლიტპატიმრის საკითხი.

მათივე აზრით, ევროკავშირის მიერ მელიას გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდა პრაქტიკულად იქნებოდა მელიას, როგორც პოლიტპატიმრის სტატუსის დადასტურება.

არჩევანის გაკეთება მელიას არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მელიასთვის ორივე ვარიანტი დღემდე მიუღებელად რჩება?

- ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა მელია გირაოს გადახდას დათანხმებოდა, იმის მიუხედავად, თვითონ დაფარავდა გირაოს თანხას თუ ევროკავშირი.

უმჯობესი იქნებოდა მელია გირაოს გადახდას დათანხმებოდ, იმის მიუხედავად, თვითონ დაფარავდა გირაოს თანხას თუ ევროკავშირი

ამნისტია შეიძლება გამოცხადდეს სისხლის სამართლის მსვლელობის ნებისმიერ ფაზაზე და ნიშნავს, რომ ბრალდებული ბრალდებულად რჩება, მსჯავრდებული მსჯავრდებულად.

ამნისტია ხომ არ ხსნის წაყენებულ მუხლს, ის უბრალოდ ათავისუფლებს?! უმჯობესი იყო მელია გირაოთი გამოსულიყო და შემდეგ სასამართლოში საკუთარი პოზიცია დაეცვა. ეს მისი გადასაწყვეტია.

- ამნისტიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან“ ექსპარლამენტარი და მოძრაობა „ტრიბუნას“ ლოდერი დავით ჭიჭინაძე ასეთ კითხვებს სვამს - რას ნიშნავს ეს ამინისტია?

ანტი-რუსულ პროპაგანდასა და ანტი-რუსულ აქციას სჭირდება ამნისტია და ამას უჭერს მხარს ევროპა?

ანტი-რუსული საქმე ვინც ჩაახშო იმას აპრავებენ? თანაბარ დონემდე დაჰყავთ გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები , ნაცემი ჟურნალისტები და ამ ყველაფრის ჩამდენი მოძალადეები?

ვითარებაში, როცა აქციის მონაწილეთა და მათ შორის დაზარალებულთა მტკიცებით 20 ივნისის ღამეს პარლამენტის აღებას არაც არავინ გეგმავდა და არც არავინ აპირებდა, თქვენი აზრით, თანაბრად უნდა იყვნენ ამინისტირებული მელია, აქციის მონაწილეები და არაპროპორციული ძალის გამომყენებელი პოლიციელები და ძალის გამოყენებაზე პასუხიმგებელი თანამდებობის პირები?

- სხვის კომენტარებზე შეფასებებს არ ვაკეთებ ხოლმე. საკუთარი გუნდის შეფასებები მაშინაა კარგი, სანამ გუნდიდან წამოხვალ. თავად, მანამდე, წინა მოწვევის პარლამენტში პრორუსულ პოლიტიკას ატარებდა? ამიტომ ბატონი ჭიჭინაძის განცხადებების ირგვლივ კითხვები სჯობს მასვე დაუსვათ.

დღეს იმაზე მსჯელობა 20 ივნისის ღამეს ვინ რა შეცდომა დაუშვა, ამ თემით სპეკულირება არ მიმაჩნია მართებულად. მიღწეულია შეთანხმება და ის უნდა შესრულდეს. თუ გამწვავება და კრიზისის უკან დაბრუნება გვსურს, გავაგრძელოთ განხილვები.

დღეს იმაზე მსჯელობა 20 ივნისის ღამეს ვინ რა შეცდომა დაუშვა, ამ თემით სპეკულირება არ მიმაჩნია მართებულად. მიღწეულია შეთანხმება და ის უნდა შესრულდეს. თუ გამწვავება და კრიზისის უკან დაბრუნება გვსურს, გავაგრძელოთ განხილვები

ისეთ საკითხებზე ვმსჯელობთ, თითქოს საზოგადოების დაპირისპირების, ან რომელიმე პოლიტიკოსების თუ პარტიების მიუღებლობის მთავარი მიზეზი 20 ივნისია.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმების 43%-ის მიღების ნაკლები შანსი აქვს.

ივანიშვილის კლასიკური და ვირტუოზული თამაში პრინციპით - მე თუ სააკაშვილი, - „ოცნება“ თუ „ნაციონალები“, შემოდგომაზე აღარ იმუშავებს... პირველ ადგილზე „ოცნება“ შეიძლება გავიდეს, მაგრამ სხვაობა მეორე ადგილზე გასულთან და დანარჩენებთან, სავარაუდოდ, შემცირდება.

დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ ჩამოვიდა, 2021 წლის არჩევნებიც და პლებისციტად მიჩნეული 43%-იანი ზღვარი, რომლის არმიღების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დათანხმდება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ისეთივე ორსუბიექტიანი პოლარიზებულობით იქნება გამორჩეული, როგორც 2016, 2018 და 2020 წლის არჩევნები.

ამომრჩეველი იძულებული იქნება არჩევანი გააკეთოს ისევ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. შედეგად კი „ოცნებას“ ექნება შანსი მიიღოს ხმათა 43%.

თქვენი დაკვირვებით ოპოზიციას შემოდგომის არჩევნებზე რა შემთხვევაში ექნება უფრო მეტი შანსი დაამარცხოს „ქართული ოცნება“, თუ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, თუ არ ჩამოვა?

- ახლა ვიმსჯელოთ მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, ვინ მოიგებს არჩევნებს? ამ თემებზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. გახსოვთ ჩემი შარშანდელი ინტერვიუ, ოქტომბრის არჩევნებამდე, სადაც თქვენ ჩემი სიტყვები სათაურში გამოიტანეთ - "მიუღებელი რეალობაა, ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ".

თუ მაშინ მქონდა ეს აზრი, ახლა რა შემიცვლიდა? მაშინაც შეცდომა იყო და, თუ ისევ ეს სტრატეგია აირჩიეს, ახლაც შეცდომა იქნება. ხალხი დაიღალა. ეს ბევრჯერ ვთქვი.

ამავე დროს, ოპოზიცია ვერ აცნობიერებს რატომ არიან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუღებლები. ჩვენ ვიხილეთ პარტიების განახლებების იმიტაცია. ახლა ეს პრიცესი შეწყდება. გაგულიანდებიან ამ შეთანხმებით და ისევ ძველი სახეებით, აუღიარებელი და მოუნანიებელი ძველი შეცდომებით გავლენ არჩევნებზე. რას მიიღებენ, დათვლიან შემოდგომით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას,“ დიდი შრომა მოუწევთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მხარდამჭერთა 43% დაადასტურონ. ცალკე თემაა 2022 წლის არჩევნები. ვის აწყობს ვადამდელი არჩევნები? აწყობთ მოქმედ პარტიებს და არა საზოგადოებას. ამ თემაზეც გვისაუბრია და პოზიცია არ შემცვლია.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას, დიდი შრომა მოუწევთ რომ ადგილობრივ არჩევნებზე მხარდამჭერთა 43% დაადასტურონ. ცალკე თემაა 2022 წლის არჩევნები. ვის აწყობს ვადამდელი არჩევნები? აწყობთ მოქმედ პარტიებს და არა საზოგადოებას

უნდა მივეჩვიოთ საარჩევნო ციკლში ცხოვრებას. 2022-მდე ჩვენ ახალ, ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტებს ვერ მივიღებთ. ჩვენ უნდა მივცეთ საზოგადოებას თავის წიაღში ახალი რეზერვების მობილიზება მოახდინოს. ეს ვის აწყობს და ვის არა, თავად განსაჯეთ.

ჩემთვის მისაღები იქნებოდა 2024 წლის პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნა. როგორც ვატყობ, ამ თემაზე მხოლოდ საუბრობენ, რეალურად კი არ სურთ. 2022 წლის არჩევნები მოგვცემს იგივე მოზაიკას, ოდნავ განსხვავებული ფერებით.

ჩემთვის მისაღები იქნებოდა 2024 წლის პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნა. როგორც ვატყობ, ამ თემაზე მხოლოდ საუბრობენ, რეალურად კი არ სურთ. 2022 წლის არჩევნები მოგვცემს იგივე მოზაიკას, ოდნავ განსხვავებული ფერებით

- იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც უკანასკნელ დღეებში საქართველოს შიდა პოლიტიაკში ხდება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები უახლოეს მომავალში?

- წინ ადგილობრივი არჩევნებია. როგორც ფბ-ში ჩემი გვერდის ბევრმა გამომწერა კომენტარებში დამიწერა მიშელის ეგიდით მიღწეულ შეთანმებასთან დაკავშირებით, -"ომი დამთავრდა, გეშინოდეთ მშვიდობის".

ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა