ამირან გამყრელიძე ინდურ შტამზე - აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი

ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ინდური შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულის მიუხედავად, მისი თქმით, ინდურ შტამთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ასევე, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები დააწესა.

„ინდურ შტამთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ დააწესა საქართველომ და ასევე სხვა ქვეყნებმაც შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები ინდოეთიდან მომავალ მგზავრებზე. ძალიან გთხოვთ, აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, ეს არის ჩვეულებრივი მუტირებული შტამი. ინდოეთში ჯერჯერობით არ იციან ეს შტამი პრევალირებს თუ იგივე ბრიტანული შტამი, რომელიც ყველგან ცირკულირებს, მათ შორის ჩვენთან თითქმის სულ ბრიტანული შტამია როგორც ევროპაში. ყველა ეს შტამი ჯერჯერობით ემორჩილება ყველა იმ ვაქცინას, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, რა თქმა უნდა, მეტნაკლები ეფექტურობით“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს იქნება საბჭოს სხდომა, სადაც ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?