Extra.ge- ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია

რამდენიმე წლის წინ, თუნდაც პანდემიამდე, ძნელი საფიქრალი იყო, რომ ონლაინ შოპინგი უფრო მეტად გაგვიტაცებდა, ვიდრე მაღაზიებში ფიზიკურად სიარული. აქამდე თუ უცხოური საიტებიდან ვიწერდით ნივთებს, ახლა უკვე ქართული ონლაინ მაღაზიების აქტიური მომხმარებლები გავხდით და ხშირ შემთხვევაში თავსაც არ ვიწუხებთ გვერდზე მაღაზიაში გადასვლით, ან რა საჭიროა, როცა არსებობს ისეთი ინტერნეტ მოლები, რომელიც მრავალფეროვანი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. ერთ-ერთი ასეთი, ონლაინ მაღაზია Extra.ge -ია, სადაც ნახავ და შეიძენ, ყველაფერს, რაც გაგიხარდება - სასურსათო პროდუქტებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და საბურავებით დამთავრებული.

პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანი

ექსტრა ნამდვილად გამოირჩევა პროდუქციის საოცრად დიდი არჩევანით. აქ თავმოყრილია, როგორც მსხვილი და წვრილი საოჯახო ტექნიკა - სარეცხი მანქანები, მაცივრები, ტელევიზორები, გაზქურები, გამწოვები, მტვერსასრუტები, მიქსერები, ჩოფერები, ტოსტერები, ასევე წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული მობილური ტელეფონები - Apple, Samsung, რომლის გვერდითაც თავს ამაყად იწონებს ბიუჯეტური, მაგრამ ფუნქციურად გამართული და დატვირთული სმარტფონები ფერებისა და დიზაინის მრავალფეროვნებით.

დისტანციურმა სამუშაო თუ სასწავლო პროცესმა მოთხოვნა გაზარდა ლეპტოპებზე, რასაკვირველია, ექსტრა ლეპტოპების ნაირსახეობასაც გთავაზობთ, წარმოუდგენელია ამხელა ასორტიმენტში ვერ ნახოთ თქვენს სურვილებზე მორგებული ლეპტოპი და მისი აქსესუარები.

თუ თავის მოვლის რომელიმე საშუალება გაგითავდათ, ან სულაც ახალი პროდუქტი გინდათ დატესტოთ, ექსტრას თავის მოვლის კატეგორიაში აუცილებლად ნახავთ „ თქვენი სილამაზის ელექსირს“.

საჩუქარს ეძებთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ? ექსტრას სასაჩუქრე ვაუჩერი საუკეთესო ვარიანტია, იმისთვის, რომ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანი და მისცეთ საშუალება, თავად აარჩიოს საჩუქარი ექსტრაზე.

სახლში პატარები გყავთ? უფროსებისთვის სათამაშოებისა და გასართობების აურაცხელ რაოდენობას ნახავთ ექსტრაზე, სულ პაწაწინებისთვის კი, თუ სატყუარა, ბოთლი, პამპერსი გჭირდებათ - ექსტრა ამ პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ, კატეგორიაში „ბავშვთა სამყარო“ ყველაფერს ნახავთ თქვენი შვილებისათვის.

ავტომოყვარულებისთვის ექსტრას „ავტო სამყარო“- ბევრ საინტერესო აქსესუარს და ნივთს გთავაზობთ - ეს იქნება საბურავები, მანქანის არომატიზატორები, შამპუნი მანქანის გასარეცხად თუ სხვა.

Extra- უპირატესობები

საიტის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას სასურველი კატეგორიის მონიშვნისა და მახასიათებლების ფილტრაციის მეშვეობით, დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია დეტალურად, კითხვების არსებობის შემთხვევაში ექსტრას კონსულტანტი გაგიწევთ დახმარებას და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.

ექსტრაზე წარმოდგენილი პროდუქცია მაღალი ხარისხით ხასიათდება, მიუხედავად ამისა, მობილურებს, ლეპტოპებს და ზოგადად, ტექნიკას მოჰყვება გარანტია.

ნივთის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ბარათითა და განვადებით. განვადების შემთხვევაში თითოეულ პროდუქტს მითითებული აქვს სავარაუდო თანხა, რისი გადახდაც ყოველთვიურად მოგიწევთ.

ექსტრას კიდევ ერთი უპირატესობა უსაფრთხო მიწოდების სერვისია, შეგიძლიათ მშვიდად დაელოდოთ შეძენილ ნივთს, რადგან ექსტრას კურიერები, მას უსაფრთხოების სრული დაცვით მოგართმევენ სადაც გაგიხარდებათ, მთელი საქართველოს მასშტაბით.

ეს ერთი და სხვა მრავალი - შეიძინე ექსტრაზე, რაც გაგიხარდება!

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა