ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის შემდეგ, ე.წ.კოვიდ უსაფრთხო სასტუმროები, რესტორნები და კომპანიები გვექნება

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული ჩაითველება კოვიდუსაფრთხო სასტუროებად და რესტორნებად, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულად მსოფლიომ , რომ შეიტყოს ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფი ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება , რომელიც სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამის სიები სხვადასხვა რესტორნის სასტურმოს, ტუროპერატორის კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითველა ე.წ.კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად და კოპანიებად. ჩვენ მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ეს საქართველოში ესა თუ ის რესტორანი თუ სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგენს ტურისტული ინდუსტრია“, - განაცხადა თურნავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს