ხათუნა ლაგაზიძე - სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები ცალსახად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასავლეთთან ფლირტის ნაწილია

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები და ნაბიჯები ცალსახად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასავლეთთან ფლირტის ნაწილია.

ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის განცხადებები არის ნაწილი იმ ვალდებულებისა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად შარლ მიშელის დოკუმენტითა და მთელი ამ მოლაპარაკების პროცესის განმავლობაში აიღო.

„მას სჭირდება პროდასავლური ხელისუფლების იმიჯის მორგება. ამ თვალსაზრისით ის გადადგამს გარკვეულ ფორმალურ ნაბიჯებს. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით უკვე გადადგა და კიდევ გადადგამს ფორმალურ ნაბიჯებს. ის ამით არ ღალატობს ტრადიციას, ჰქონდეს პროდასავლური შლეიფი და ამ შლეიფის მიღმა აკეთოს ყველაფერი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, მათ შორის, რუსეთის ინტერესების ასახვის გზითაც.

სალომე ზურაბიშვილის ეს გარკვეული ნაბიჯები მისი წინანდელი იმიჯისგან სრულიად ამოვარდნილია. მისი წინანდელი იმიჯი იყო სრული ლოიალობა „ქართული ოცნების“ მიმართ. ის რეალურად მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი იყო და არა საქართველოსი. ამ იმიჯის გადემოკრატიულება არის სწორედ „ქართული ოცნების“ ამ სტრატეგიის ერთ -ერთი შემადგენელი ნაწილი. მათ სურთ ფორმალურად გადადგან დასავლური სივრცისკენ ნაბიჯები და ამით მოადუნონ დასავლეთის სიფხიზლე საქართველოში რეალურად მიმდინარე პროცესების მიმართ, რომელიც ნამდვილად არ არის არც პროქართული და არც პროდასავლური“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს