ირაკლი ქარსელაძე იმ პროექტების ნაწილს ასახელებს, რომელიც „განვითარებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იმ პროექტების ნაწილს ასახელებს, რომელიც „განვითარებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით განხორციელდება.

როგორც ქარსელაძემ ზუგდიდში პროგრამასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების უმეტესობა წლის ბოლომდე დასრულდება.

„ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა. საინტერესო არეალები და მდებარეობები იქნა წარმოდგენილი. ესენია: ზუგდიდის შემთხვევაში ცენტრალური ბულვარი, დადიანების სასახლემდე მისასვლელი; ხობში - ახალი პარკი, ხობის წყალთან ჩასასვლელი; ფოთში -ცეტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია და განახლება განხორციელდება; მესტიაში ახალი სარეკრეაციო პარკი მოეწყობა, რომელიც მესტიას არ ჰქონდა და ამ პროგრამის ფარგლებში ექნება. ჩამონათვალი მეტყველებს ამ პროგრამის მასშტაბზე. პროექტების უმეტესობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს“,- განაცხადა ქარსელაძემ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს