ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო - მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას გააჩნია. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული - 3000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო - მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას შეძლებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის მეტად უფრო დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას გააჩნია. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული - 3000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათას მოქალაქეზე მეტი, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათას მოქალაქეზე მეტი. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრიფავს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია