ალუდა ღუდუშაური - ოპოზიცია არის კუთხეში მიმწყვდეული და აღარ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას

ოპოზიცია არის კუთხეში მიმწყვდეული და აღარ დარჩენია სხვა გზა, გარდა იმისა, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენოს დროებით საგამოძიებო კომისიას, - ამის შესახებ 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა უმრავლესობიდან, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ თუ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები აქვთ, კომისიას წარუდგინონ და მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ ბადრი ჯაფარიძის, ასევე სალომე სამადაშვილის მხრიდან მოვისმინეთ 2020 წლის არჩევნების რბილად აღიარება, როცა მათ განაცხადეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე. მათ დღეს კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ, ხოლო თუ ვინმეს რაიმე აქვს იმის დამამტკიცებელი, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს წარმოადგინონ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, კეთილი ინებონ და შემობრძანდნენ კომისიაში. კომისია ყველა ასეთ კითხვას წერტილს დაუსვამს. რადგან მათ იციან, რომ არ აქვთ არც ერთი მტკიცებულება, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დასვა წერტილი და თქვა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ამიტომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე მოახდინონ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია. თუმცა, კომისია იქნება უაღრესად ეფექტური,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე საგამოძიებო კომისიის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა