რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება

ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის „არა ჰესებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას.

ამასთან, გოცირიძის თქმით, ის უთანაგრძნობს პროტესტის მონაწილეებს.

„ჰესების ერთ-ერთი კონტექსტი იყო, რომ მოდი, სახელმწიფომ ააშენოს. რას ნიშნავს იცით სახელმწიფომ ააშენოს და უცხოელმა ინვესტორმა არ ააშენოს? თუ დავკონკრეტდებით, მუსულმანმა ინვესტორმა არ ააშენოს, უფრო თუ დავკონკრეტდებით, თურქმა ინვესტორმა არ ააშენოს - ყველანაირად მავნებლურია ეს თეზისი. ამიტომ, ამ მოძრაობას ერთის მხრივ, ვუთანაგრძნობ, სწორია, როდესაც ამხელენ ხელისუფლების არასწორ ქმედებებს, კორუფციულ ინტერესებს ამ პროექტებში, არასაჯაროობას და არასათანადო მომზადებას ასეთი დიდი პროექტებისა. მეორეს მხრივ ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის „არა ჰესებს“. „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას, ვინაიდან, ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ მეტი არაფერი არ გვაქვს. არ ვართ გაზისა და ნავთობის ქვეყანა. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ანუ, თქვენ არ ეთანხმებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პათოსში, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც, ამ ეტაპზე, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ არა.

„არა, არ ვეთანხმები. საქართველოს ჰესები სჭირდება იმის გამო, რომ განვითარდეს ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გადაიღო და მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა