წინასწარი შეფასებით, აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.

„2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, სამთომომპოვებითი მრეწველობის გარდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ს გადამხდელთა საწარმოთა ბრუნვის მოცულობის ზრდა: დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და დასაწყობების საფინანსო საქმიანობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში",-აღნიშნავს თოდრაძე.

მისივე თქმით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი გაზრდილია 20%-ით, იმპორტის მაჩვენებელი, კი 10%-ით.

„უშუალოდ 2021 წლის აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 70%-ით, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 61%-ით, იმპორტი კი გაიზარდა 56%-ით",-აღნიშნავს თოდრაძე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს