გიორგი ვაშაძე - თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს

თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს მნიშვნელოვნად დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს, - ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი უნდა შეჩერდეს.

მისივე თქმით, მათ შორის, საქართველო სესხს ვეღარ მიიღებს.

„ღიად და პირდაპირ ვაცხადებ, შარლ მიშელის დოკუმენტი არის ძლიერი იმიტომ, რომ ამ დოკუმენტს ჰყავს ხელმომწერებიც, კონკრეტული ადამიანები, ვინც იცის, რაზე მოვაწერეთ ხელი, კელი დეგნანის, კარლ ჰარცელისა და დასავლელი პარტნიორების სახით. თუ „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის დოკუმენტს მნიშვნელოვნად დაარღვევს, მათ მიმართ სანქციები არ დააყოვნებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა ტიპის სანქციებზე იქნება პირველ ეტაპზე საუბარი - ეს არის მაკროსაფინანსო მხარდაჭერაზე წინაპირობები და უარი. საქართველო სამწუხაროდ, იღებს ბევრ ვალს. ასეთ სესხებს ვეღარ მიიღებენ, სანამ შარლ მიშელის დოკუმენტი სრულფასოვნად არ შესრულდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ვიდრე სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება და აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გაიმართება, მოსამართლეების დანიშვნა დროებით უნდა შეჩერდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს არის აღნიშნული 19 აპრილის შეთანხმებაში, რაზეც პოლიტიკურმა პარტიებმა ვალდებულება აიღეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს