კელი დეგნანი - ყველამ იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს

ყველამ კარგად იცის, ვინ იხდის ამ სახის პრო-კრემლის დეზინფორმაციისთვის და ის ადამიანები, რომლებსაც სურთ ძალადობის წახალისება, არასტაბილურობის შექმნა საქართველოში, აკეთებენ კრემლის საქმეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ლევან ვასაძის კომენტართან დაკავშირებით, რომელმაც საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში აშშ-სა და სხვა ქვეყნების ელჩები დაადანაშაულა.

„ვფიქრობ, ქართველები საკმაოდ ჭკვიანები არიან იმისთვის, რომ იცოდნენ, ვინ დგას ამის უკან, ვინ იხდის ამისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის” ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „დიდი ალბათობით, ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები, ვინც ეცადნენ საზოგადოებისთვის „პრაიდის“ დაძალებას, პირველ რიგში მახსენდება ელჩი კელი დეგნანი - არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ