მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, წინაპირობა, რამაც შეიძლება ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის საფრთხე წარმოშვას, არ არსებობს

"ქართული ოცნების" დეპუტატის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, იმის წინაპირობა, რამაც შეიძლება ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის საფრთხე წარმოშვას, არ არსებობს.

სარჯველაძის განცხდებით, ყველაფერი ახსნადია და სიმართლის დანახვა არავის გაუჭირდება.

„გავეცანით განცხადებას, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლითაც მათი აზრით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი წარიმართა. პროცედურა პარლამენტმა ახლახანს დაასრულა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ასე ნამდვილად არ არის. არ არსებობს რისკი იმისა, მიჩნეულ იქნას, რომ საბიუჯეტო დახმარების მეორე ტრანშის წინაპირობასთან ან შარლს მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებასთან რაიმე კოლიზიურ მდგომარეობაში ვექცევით. თუკი ყურადღება მიაქციეთ, გამოთქმულია მზაობა მოლაპარაკებების და კონსულტაციების თაობაზე. არ უნდა იყოს პრობლემა ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მივაწოდოთ არგუმენტები, რითაც გაბათილდება ეჭვები, რის თაობაზეც ოპოზიცია დიდი ხნით ადრე საუბრობდა", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტმა მას შემდეგ აირჩია, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის განცხადებით, მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის - ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე