თამარ გაბუნია - სამინისტროშიც იგივე შეკითხვა გვაქვს, რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში - შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი

ჯანდაცვის სამინისტროშიც იგივე შეკითხვა გვაქვს, ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფია ჩართული ტექნიკურ უზრუნველყოფაში - შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პრობლემა დგას და ტექნიკური გაუმართაობაა თუ ხელოვნურად შექმნილი მიზეზი, ამას შესაბამისი პასუხები გაეცემა.

„ჩვენც იგივე შეკითხვა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროში, ტექნიკურად რატომ ვერ მოხდა საიტის გამართვა მაშინ, როდესაც ბევრი ჯგუფი მუშაობს და ჩართულია საიტის ტექნიკურ უზრუნველყოფაში - ტექნიკური ხარვეზია თუ რაიმე სხვა მიზეზი, გასულ კვირაში, ზუსტად დაემთხვა „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყებას. ყოველ შემთხვევაში პრობლემა დგას, ეს არის ხელოვნურად შექმნილი მიზეზი თუ ტექნიკური გაუმართაობა, ამას უახლოეს პერიოდში, შესაბამისი პასუხი გაეცემა და მივიღებთ პასუხებს ჩვენს შეკითხვებზე. შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც მარტივი გახდება რეგისტრაცია“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია უჩვეულო დამთხვევას უწოდებს „სინოფარმით“ ვაქცინაციის დაწყების დროს მომხდარ კიბერშეტევას.

„ბევრი უცნაური დამთხვევაა. როდესაც „სინოფარმის“ რეგისტრაცია მზადდებოდა, ამას დაემთხვა კიბერშეტევაც. როდესაც „ფაიზერზე“ ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო 15:00 საათზე, საიტი გაჩერდა, ვეღარ მოახერხა ამ დაწოლის გატარება მაშინ, როდესაც მისი ტესტირება და გამართულობა შემოწმებული იყო მანამდე. ჩვენ იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ საიტი კიდევ ვერ გაატარებდა მომხმარებლის იმ რაოდენობას, რომელიც იყო მოსალოდნელი, ეს ყველაფერი ცოტა უცნაურია. ტექნიკური ნაწილიც არის გასამართი. როდესაც აღმოიფხვრება ყველა ტექნიკური პრობლემა, იმედია მოიხსნება ეს შეკითხვებიც, კიდევ კიბერშეტევისგან დაცვის გაძლიერებაც საჭიროა. დღეს ესეც არის დღის წესრიგში, რომელიც მნიშვნელოვანია სამომავლოდ. ერთი რამ, რაც ზუსტად მინდა ვთქვა და მოსახლეობისთვისაც მსურს ეს ნათელი იყოს: ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბევრი სამთავრობო უწყებაა ჩართული, რომ პროცესი იყოს თავიდან ბოლომდე გამართული, არ დაუშვებს არანაირი დესტრუქციას და კიდეც სხვა რაღაც ქმედების ფასად იმას, რომ ვაქცინაციის პროგრამას საფრთხე შეექმნას და ჩვენ ვერ გამოვიყენოთ ვაქცინაცია, როგორც მთავარი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად“, - თქვა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არსებობს ე.წ. შავი სიები და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან, ადგილი აქვს შეთქმულების თეორიას.

„ხარვეზი, იქნება ეს შემთხვევითი, ადამიანური შეცდომიდან გამომდინარე თუ განზრახ ჩადენილი, ყველაფერზე იქნება შესაბამისი რეაგირება. რა თქმა უნდა, მე დღეს არავის წინააღმდეგ არანაირი ბრალდებით არ მინდა საუბარი. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველასთვის ერთნაირი ინტერესია დღეს ვაქცინაციის პროგრამის წარმატებული განხორციელება. ის შეთქმულების თეორიები, რომელიც ვაქცინაციის პროგრამის გარშემო ვრცელდება, რომ სადღაც „შავი სიაა“, ვიფიქრე შეიძლება „ფეისბუქი“ გაჩერდეს ცოტა ხანში, ისეთი რეაქცია მოჰყვა უკვე 15:00 სათზევე, 5 წუთი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც საიტი შეფერხდა. რეაქცია - ლანძღვის კორიანტელი ჯანდაცვის სამინისტროს და ყველა იმ ხალხის მიმართ, რომელიც ჩართულია ამ პროცესში.

გაუგებარია „შავი სიები“, აბსოლუტურად გამორიცხულია ეს ამბავი. ჩვენ ისიც კი შეგვეძლო, რომ ამ მოსალოდნელი გადატვირთვიდან გამომდინარე, ვაქცინაციის რეგისტრაციის დაწყების ზუსტი დრო არ მიგვეთითებინა, თუმცა, ესეც კითხვის ნიშნებს გააჩენდა და შეიძლება მოქალაქეს ეფიქრა, რომ ვიღაცა მასზე ადრე დარეგისტრირდა ისე, რომ გაცხადებული არ იყო და მან გვიან გაიგო. ამიტომ, აბსოლუტურად გამორიცხულია ის ამბავი, რომ რაღაცა ტენდენციური ან სხვა ტიპის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უპირატესობა რომელიმე მოქალაქეს ჰქონოდა გუშინდელი რეგისტრაციის პროცესში.

გუშინ იყო ვაქცინების პირველი მოწოდება, ეს პროცესი ახლა იწყება და იმდენად სანერვიულო არც არაფერი არის. კიდევ დამატებითი მოწოდება იქნება და ყველასთვის საკმარისი ნამდვილად არის, როგორც დღეს არსებული დოზები, კიდევ ის დოზები, რომელიც ქვეყანაში, მოკლე ხანში უნდა შემოვიდეს, მაგრამ ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებით და ვაქცინაციის პროგრამის მთლიანად დისკერედიტაციით, შეიძლება გარკვეული ჯგუფების ინტერესებში იყოს ეს ამბავი. ახლა მაინც, მე მგონია, რომ ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად წარმართვა.

პირველი კიბერშეტევის შემდეგ, რომელიც ზუსტად დაემთხვა „სინოფარმის“ ქვეყანაში შემოტანას და რეგისტრაციის პროცესის დაწყებას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ჩართულები არიან ამ საკითხის შესწავლაში და ველოდებით ჩვენც, საზოგადოებასთან ერთად, რა იქნება პასუხი ასეთ უჩვეულო დამთხვევებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ვიდეო:“რა გახდა ერთი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა“ - თამარ გაბუნიას პასუხი მოქალაქეებს, ვიც pfizer -ის ვაქცინა ვერ დაჯავშნა

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა