რომან გოცირიძე - გამოვდივარ წინადადებით, შემოვიღოთ დასჯის ისეთი ზომა, როგორიც სინგაპურშია: გაროზგვა, გაწკეპვლა -  დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი

მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში - კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა - ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან გასულ კვირას, გომელაურის მოსმენაზე პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტებს.

გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ქუჩაში ძალადობს ჟურნალისტებზე, პარლამენტში კი, ქალ დეპუტატებზე.

„ფიზიკური შეხების უფლება აქვს მხოლოდ მანდატურს, დანარჩენი ეს არის ხულიგნობა და შეიძლება მხოლოდ შეფასდეს სხვა სახის სამართლებრივ დარღვევად. არ არის საკმარისი მხოლოდ გაკიცხვა ან ეთიკის საბჭოზე თუნდაც ჯარიმის გამოცხადება. მე შევალ წინადადებით, რომ შემოვიღოთ დასჯის ისეთივე ზომა, როგორიც არის სინგაპურში - კარგი გაროზგვა, გაწკეპვლა, ვირული საქციელი უნდა დაისაჯოს ფიზიკურად და ამ დეპუტატებს უნდა მოხვდეთ ერთ ადგილას როზგი და სხვადასხვა სისქის წკეპლები. სხვანაირად ისინი ცივილიზებული საპარლამენტო ცხოვრების წესს ვერ შეეგუებიან. ეს არის მოძალადე "ქართული ოცნება", ქუჩაში ძალადობს ჟურნალისტებზე, აქ - ქალ დეპუტატებზე. მოძალადეს რეგლამენტით დასჭირდება დასჯა. ხომ არის სინგაპური ერთ- ერთი განვითარებული ქვეყანა, მათ სასამართლო სისტემაში ხომ არის გაწკეპვლა, აი, ახლა მოუხდებათ ამ დეპუტატებს კარგი როზგები უკან,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
დავით თვალაბეიშვილი - ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის გაგრძელებას და მოვუწოდებთ მასში ჩართულ ყველა მონაწილეს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა ამჯერად ახალი ამბულატორიული ცენტრი აჭარის რეგიონში, ბათუმში გახსნა