სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - თუ დავკარგეთ მაკროფინანსური დახმარება, მისი დაბრუნება-აღდგენის შანსი რეალურად აღარ გვექნება

თითოეული მოქალაქე არის საფრთხის წინაშე დაკარგოს ევროკავშირის დახმარება, 75 მლნ ევრო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის დამაზიანებელია?! –ამ შეკითხვით ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს, მისი დაბრუნება გაუჭირდება.

„მე შეკითხვა მაქვს იმ პოტენციურ დანაკარგთან, რომელიც შეიძლება რომ მიიღოს ჩვენმა სახელმწიფო ბიუჯეტმა იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირისგან, როგორც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა, დაკარგავს იმ მაკროფინანსურ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მრავალი წელიწადია ევროკავშირი გამოყოფს, სწორედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბიუჯეტის სტაბილურობას. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია რომ მოვისმონოთ. დღესაც მოვისმინეთ, რომ ბიუჯეტის ხარჯები გვეზრდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე შემოსავლები, ეს გასაგებია! რამდენიც არ უნდა გვესაუბროთ იმაზე, რომ გვეზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა ურთულეს მდგომარეობაშია და ეს იცით. ამ ვითარებაში, ყველა ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე, არის იმ საფრთხის წინაშე დაკარგოს 75 მლნ ევრო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, სასამართლო კლანის წინაშე მისი ვალდებულეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ვალდებულებები, რაც თქვენ ან ნებისმიერ მმართველი გუნდის წარმომადგენელს აქვს აღებული მოქალაქეების წინაშე.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის არის დამაზიანებელი, თუ ჩვენ მართლაც დავკარგავთ ამ დახმარებას? თუ ეს სანქცია ამუშავდა და დავკარგეთ მაკროფინანსური დამხარება, ეს იქნება ჩამოჭრილი დახმარება და მისი დაბრუნება- აღდგენის შანსი რეალურად აღარ გვექნება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს - თუ დავკარგეთ მაკროფინანსური დახმარება, მისი დაბრუნება-აღდგენის შანსი რეალურად აღარ გვექნება

თითოეული მოქალაქე არის საფრთხის წინაშე დაკარგოს ევროკავშირის დახმარება, 75 მლნ ევრო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის დამაზიანებელია?! –ამ შეკითხვით ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მიმართა, რომელმაც პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს, მისი დაბრუნება გაუჭირდება.

„მე შეკითხვა მაქვს იმ პოტენციურ დანაკარგთან, რომელიც შეიძლება რომ მიიღოს ჩვენმა სახელმწიფო ბიუჯეტმა იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირისგან, როგორც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიშელმა, დაკარგავს იმ მაკროფინანსურ დახმარებას, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის მრავალი წელიწადია ევროკავშირი გამოყოფს, სწორედ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ბიუჯეტის სტაბილურობას. მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია რომ მოვისმონოთ. დღესაც მოვისმინეთ, რომ ბიუჯეტის ხარჯები გვეზრდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე შემოსავლები, ეს გასაგებია! რამდენიც არ უნდა გვესაუბროთ იმაზე, რომ გვეზრდება საბიუჯეტო შემოსავლები, ჩვენი ეკონომიკა ურთულეს მდგომარეობაშია და ეს იცით. ამ ვითარებაში, ყველა ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე, არის იმ საფრთხის წინაშე დაკარგოს 75 მლნ ევრო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, სასამართლო კლანის წინაშე მისი ვალდებულეები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ვალდებულებები, რაც თქვენ ან ნებისმიერ მმართველი გუნდის წარმომადგენელს აქვს აღებული მოქალაქეების წინაშე.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის არის დამაზიანებელი, თუ ჩვენ მართლაც დავკარგავთ ამ დახმარებას? თუ ეს სანქცია ამუშავდა და დავკარგეთ მაკროფინანსური დამხარება, ეს იქნება ჩამოჭრილი დახმარება და მისი დაბრუნება- აღდგენის შანსი რეალურად აღარ გვექნება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო