პაატა იმნაძე - მეკითხებოდნენ, ვირუსი რა, ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? - ვიდრე შეზღუდვები იყო, ასე გავრცელებული არ იყო

მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან პანდემიის დროს არსებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვებს ეფექტი ჰქონდა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“. ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა? სანამ შეზღუდვები იყო, ვირუსი ასე გავრცელებული არ იყო, ხომ? აქედან გამომდინარე, შეზღუდვებს თავისი აზრი ჰქონდა მაშინ, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის თავდაცვის ალტერნატიული გზა.

დღეს, პირველ რიგში, ვაქცინა გვაქვს და არსებული რეგულაციები, მათი დაცვის შემთხვევაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა წარიმართოს.

„რაც შეიძლება მეტი ადამიანი დროულად უნდა აიცრას და ის რეგულაციები, რაც დღესაც არის, მაგალითად - დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რაც თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?