27 ივლისს „ჯივიპი“ მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ  სამუშაოებს ჩაატარებს

27 ივლისს, „ჯივიპი“ თბილისის ზედა ზონების წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის მთაწმინდის სატუმბო სადგურში და წავკისის რეზერვუარზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მთაწმინდის სატუმბო სადგურში დამატებით ახალ ტუმბო - აგრეგატებს დაამონტაჟებენ და ასევე, წავკისის რეზერვუარის მიმდებარედ, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ. შედეგად, წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამის საათებში შესრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, ბეთიანიას, წავკისს, წავკისის ველს, ახალდაბას, ტაბახმელას, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, კვესეთს.

სამუშაოების მიმდინარეობისას ოქროყანის დასახლებაში წყალმომარაგება შეიზღუდება 27 ივლისის საღამოს 22:00 საათიდან 28 ივლისის საღამოს 22:00 საათამდე“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის და აცხადებს, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?