პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მარტოხელა მშობლის სტატუსის გაფართოებასთან დაკავშირებით მუშაობას დაიწყებს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, პარტნიორი დონორი ორგანიზაციის - გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლებთან ერთად, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით აუცილებელია ცვლილებების განხორციელება და ამ მიმართულებით საბჭო მუშაობის დაწყებას გეგმავს.

„დღესდღეობით, მარტოხელა მშობლის სტატუსი ადამიანების ძალიან ვიწრო წრეს ფარავს, მათ შორის, არ ფარავს მარტოხელა მამებს და ვრცელდება მხოლოდ დედებზე, გამომდინარე იმ კონკრეტული კრიტერიუმებიდან, რის მიხედვითაც ამ სტატუსის მინიჭება ხდება. ასევე, არ ფარავს ბევრ სხვა შემთხვევას, რომელიც, გარკვეულწილად, განპირობებულია საზოგადოებაში მარტოხელა მშობლის სტიგმატიზებიდან გამომდინარე", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება ოფიციალურად საბუთებში ჩაწერილი ჰყავდეს მამა, არ ნიშნავს, რომ მარტოხელა დედა არ ზრდის ამ ბავშვს.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც იურიდიულ ჩანაწერს, არამედ როგორც სოციალური ზრუნვის ნაწილს. რა თქმა უნდა, ამ თემას, დიდწილად, მარტოხელა დედებზე ზრუნვის კომპონენტად აღვიქვამთ იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ მათ ექმნებათ პრობლემები, თუმცა, ასევე ვამახვილებთ ყურადღებას, რომ დღევანდელი ჩანაწერი არ მოიცავს მარტოხელა მამებისთვის სტატუსის მინიჭებას", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დროს განხილული იყო საკანონმდებლო დონეზე მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება. სამუშაო შეხვედრაზე მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?