სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარებისთვის არის დაკავებული, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ესებუას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

მისივე ინფორმაციით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და გადაწყვეტილება უსამართლოა.

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავი უწყება "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი "ჩაუდეს". ის 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

იხილეთ ვიდეო: სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!