პრემიერი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას - იმოგზაურონ რეგიონებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა, პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება-გაძლიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმული ძალიან ეფექტური ნაბიჯები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ათასობით ადამიანი განიკურნა სრულიად უფასოდ.

„ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, ბაღებს. 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ამ 8 წელიწადში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ასეულობით ბაღის გარემონტება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვდიოდით ამ ულამაზეს მხარეში და მართლაც თითქმის ყველა გზა დასრულებულია. გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყველა იმ საქმის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენი ხალხის, ჩვენი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, დასაქმების საკითხები, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ერთია, რა გაკეთდა, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, პროგრამები როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მთელი რეგიონების მიხედვით გადანაწილდა ეს სიკეთეები, მაგრამ ჩვენ მასშტაბები უნდა გავზარდოთ. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა რეგიონი განვითარდეს თანაბრად და სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად ჩვენს მოსახლეობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?