ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2021

პროგნოზი პანდემიაზე - “ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ანტივაქსერები კი გააქტიურდნენ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება”

აუცილებელია თუ არა კოვიდგადატანილთა აცრა - “აცრა გაცილებით უფრო მყარ და ხანგრლივ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე ინფექციის გადატანა”

***

პროგნოზი პანდემიაზე - “ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ანტივაქსერები კი გააქტიურდნენ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება”

“იმ დროს, როცა მსოფლიოს რიგი ქვეყნები და მათ შორის საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ჯერ კიდევ ებრძვის, უკვე მორიგი ახალი ტალღის მოლოდინი გაჩნდა, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას. სპეციალისტების შეფასებით, როცა ვირუსს უძლიერდება გადამდებლობა, ლეტალობის მომენტი და ვირულენტურობა, პროგნოზის გაკეთება რთულია თუ პანდემიის დასრულება როდის იქნება შესაძლებელი. 9 სექტემბრის საქართველოს მონაცემები ასეთია, ინფიცირების 2455 ახალი შემთხვევა, გარდაიცვლილთა რაოდენობა კი 58- ია, რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 6.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.48% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, პროგნოზი პანდემიაზე - “ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ანტივაქსერები კი გააქტიურდნენ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება”

"საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ჰოსპიტალურ და პირველადი ჯანდაცვის სფეროებზე დატვირთვა შემცირდა.როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 365 ადამიანი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 6000-ზე მეტი პირი, თუმცა აქტიური შემთხვევების საერთო რაოდენობა შემცირდა. ,,საბედნიეროდ, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რჩება 365 ადამიანი და 6000-ზე ოდნავ მეტი პირია ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, მაგრამ ზოგადად მცირედი შემსუბუქება ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის კუთხით შეინიშნება, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზეც, რადგან საერთო რაოდენობა აქტიური შემთხვევებისა შემცირდა და 33000 აქტიური შემთხვევაა დილის მდგომარეობით ქვეყანაში", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ" შტამის გავრცელება ახალ რისკებს ქმნის, თუმცა ეს ვარიანტი რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება, ამაზე საუბარი სპეციალისტებს უჭირთ, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის და ყველა სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციისთვის დაკვირვების საგანია და შესაბამისად, საქართველოც დაკვირვების რეჟიმშია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„რაც შეეხება მეხუთე ტალღის მოლოდინს, გაბუნია ამბობს, რომ შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ეს ჯგუფი იმ დროისთვის ვაქცინირებული არ იქნა. ,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. „ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისი განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ. "კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ", - განაგრძობს გამოცემა.

"ეპიდემიოლოგი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი ეპიდმდგომარეობა კეთილსაიმედო არაა, თუმცა, ისეთი აგრესიული აღარაა, რაც რამდენიმე დღის წინ იყო. „ახლა კარგი ეპიდმდგომარეობაა არაა, თუმცა, იმასთან შედარებით, სიტუაციის მცირე გაუმჯობესებაა, როცა რამდენიმე დღის წინ შემთხვევები 6 ათასამდე ადიოდა, ყველა ადამიანის გარდაცვალება ტრაგედია და საშინელებაა და მნიშვნელოვანი კლება სამწუხაროდ ჯერ არაა - ამ მხრივ სიტუაცია სიმძიმეს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. „თუმცა ეს გასაკვირი არაა, რადგან დელტა შტამი ლეტალობისკენაა მიდრეკილი და მაღალი ვირულეტულობა ახასიათებს. ეპიდმდგომარეობა არ გაუარესებულა, სტაბილურია, მაგრამ კეთილსაიმედო ჯერ კიდევ არაა. „მე მაინც მგონია, რომ ვაქცინაცია კოვიდს გარკვეულწილად შეაჩერებს, თუმცა, დღევანდელი ჩენი ვაქცინაციის ტემპით არა, რადგან ვაქცინირების ტემპი ძალიან შემცირდა და ანტივაქსერების მოქმედება ძალიან გააქტიურდა, რაც ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება. „თუ საქმე ასე წავიდა, ალბათ სავალდებულო ვაქცინაცია უკვე ოფიციალურად შემოსაღები იქნება, როცა ვინმე აცხადებს, რომ მე არ ავიცრი, რადგან ეს ჩემი უფლებააო, კი ბატონო ეს ასეა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ადამიანს შეუძლია რომ 12 ადამიანი დაასნებოვნოს, აქ უკვე სახელმწიფო სტრუქტურა ერთვება. "ის კი არა, კომუნისტების დროს სქესოიბრივად გადამდებ ინფექციებს ძალით ოფიციალურად მკურნალობდნენ, იმისთვის, რომ ამ დაავადების გავრცელება არ მომხდარიყო. „თუ ადამიანი ძლიერ ალერგიულია, თუ ისეთი დაავადება აქვს, რომელიც აცრას ეწინააღმდეგება, მხოლოდ ასეთ შემთხვვაში ადამიანის ვაქცინაცია არ უნდა მოხდეს. ადრე იძულებითი ვაქცინაციის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ, როგორც ვხედავ ის, რაც საქართველოსი ხდება, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ან ტემპი ნებაყოფლობით უნდა გაძლიერდეს, ან სახელმწიფო ალბათ იძულებული გახდება, რომ სავალდებულო აცრა შემოიღოს. „80% რომ იყოს აცრილი, პანდემია არ შეჩერდება, თუმცა ბევრად შემცირდება - ეს ის საზღვარია, რომლის შემდეგაც დადებითი მოვლენები დაიწყება, მაგრამ დელტა შტამს 70%-ით მეტი გადამდებლობა ახასიათებს, დარჩენილი 20% ცოტა არაა, ამ ნაწილმა რეკომენდაციები რომ არ დაიცვას, იგივე განმეორდება. „გვავიწყდება, რომ იყო პერიდი, როცა თბილისში ვაქცინირებულები იყვნენ და რეგიონები, სადაც აცრილები საერთოდ არ იყვნენ, ეს ხალხი კი გახდნენ მიზეზი იმისა, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ამდენი ხალხია ინფიცირებული, გარდაცვლილი, მათ შორის ახალგაზრდები, ბავშვები, ორსულები. ეს ყველაფერი კი აცრას უკავშირდება. ვაქცინების არჩევანი დიდია, ოღონდაც აიცრან, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაინც დავარდება" - განაცხადა ხმალაძემ. კითხვაზე, თუ არსებობს პროგნოზი პანდემია სრულად დასასასრულისკენ როდის წავა - ხმალაძემ განაცხადა, რომ სანამ მთლიანად მოსახლეობის ვაქცინაცია არ მოხდება, პროგნოზი შეუძლებელია. „არ ვიცი, ეს ვირუსი ხელოვნურია თუ ბუნებრივი, მაგრამ როცა ინფექციას უძლიერდება გადამდებლობა, ლეტალობის მომენტი და ვირულენტურობა, აქ რაღაცა პროგნოზის გაკეთება აბსურდი იქნება, სპეციალისტებს რაღაცა პროგნოზები კი გვოქნდა, მაგრამ სანამ მთლიანი ვაქცინირება არ მოხდება, პროგნოზი ძალიან რთულია. „რომ ვიცოდე მოსახლეობის 100% ვაქცინირებულია, რაღაცა პროგნოზის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ასეთი ვირუსის პირობებში, როცა მოსახლეობის ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, არანაირი პროგნოზის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება. „კლასტერებზე ვსაუბროდით ხოლმე და დღეს ეს სიტყვა საერთოდ დაგვავიწყდა, რადგან უკვე ასობით და ათასობით ადამიანია ინფიცირებული, ამიტომაც ასეთ სიტუაციაში პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, სანამ არ გაიგებს ხალხი, რომ ერთადერთი გზა ვაქცინირება და რეკომენდაციების დაცვაა," - განაცხადა ხმალაძემ”, - დასძენს გამოცემა.

"ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კი პირი, რომელსაც ანტისხეულების დიდი რაოდენობა აქვს, შესაძლოა, კორონავირუსის ინფექციისგან ნაკლებად დაცული იყოს, ვიდრე ადამიანი, რომელსაც ანტისხეულების ნაკლები რაოდენობა აქვს. ამის მიზეზად ცერცვაძე ე.წ. უჯრედულ იმუნიტეტს ასახელებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ნაკლები ანტისხეულების მქონე პირებს ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი აქვთ, რომელიც მას დაინფიცირებისგან იცავს და იმაზე უკეთაც, ვიდრე ვაქცინაციით ან კოვიდისგადატანით წარმოქმნილი ანტისხეულები. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეგიონებში ჩატარებულ კვლევაზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი Covid 19-ის ანტისხეულებზე შეამოწმეს, ცერცვაძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევით დადგინდება, როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია და გადატანილი კოვიდინფექცია. "ამ კვლევის საბოლოო შედეგი მე არ ვიცი, თუმცა, კვლევით ვნახავთ, როგორ იმუნიტეტს ტოვებს გადატანილი კოვიდინფექცია და როგორ იმუნიტეტს ტოვებს ვაქცინაცია, რა დონის იმუნიტეტი ვითარდება ერთჯერადი ან სრულად ვაქცინაციის შემდეგ, როგორია შედარებითი დონე იმუნიტეტის სხვადასხვა ვაქცინების გაკეთების შემდეგ. „მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს ერთი რამ, რომ აქ კეთდება მხოლოდ ანტისხეულების ტესტი, რომელიც როგორც ბუნებრივი იმუნიტეტის, ასევე კოვიდგადატანილ ადამიანებში ვაქცინაციის შემდგომ იმუნიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შედარებით მეტი რაოდენობა ანტისხეულების და ის ნაკლებად იყოს დაცული, მაგრამ შეიძლება ჰქონდეს ნაკლები ანტისხეულები, რომელიც მას მეტად დაიცავს. ეს იმიტომ, რომ ანტისხეულები იმუნიტეტის ერთადერთი კომპონენტი არ არის. „არსებობს კიდევ ე.წ. უჯრედული იმუნიტეტი, რომელიც ასევე ძლიერდება და რჩება გადატანილი კოვიდინფექციის შემდეგ და ასევე გამომუშავდება ვაქცინაციის შემდეგაც. სამწუხაროდ, ამ უჯრედული იმუნიტეტის სიძლიერის განსაზღვრა დღევანდელი ლაბორატორიული საშუალებებით, ჩვეულებრივ კლინიკებში შეუძლებელია საქართველოშიც და უცხოეთშიც. „ჩვენ ვერ ვაფასებთ, რა დონეზეა უჯრედული იმუნიტეტი. უჯრედული იმუნიტეტის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ კვლევით ცენტრებში და მას პაციენტებს არავინ უკეთებს, მითუმეტეს, მასიურად. ანტისხეულების იმუნიტეტის შეფასება მნიშვნელოვანია, გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს, მაგრამ ვიცოდეთ, რომ არა აბსოლუტურ წარმოდგენას. თუ ვინმეს ანტისხეულები დაბალი აქვს, მან არ უნდა ჩათვალოს, რომ ის ავტომატურად დაუცველია და ვაქცინამ არ იმუშავა. "არ არის გამორიცხული, რომ მას ძლიერი უჯრედული იმუნიტეტი გამოუმუშავდა, რომელიც დაიცავს და შეიძლება უკეთესადაც, ვიდრე ანტისხეულები. მე ვარ ცოცხალი მაგალითი, ადამიანი, რომელსაც კოვიდის გადატანის შემდეგაც და ვაქცინაციის შემდეგაც დაბალი ანტისხეულების რაოდენობა მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მე უჯრედული იმუნიტეტი მიცავს, რადგან ძალიან ფართო შეხება მაქვს კოვიდიანებთან და ერთხელ რომ გადავიტანე ინფექცია, მას შემდეგ არ მემართება. „როცა ეს სტატისტიკა დაგროვდება, ამის შემდეგ შეგვეძლება შეფასება, როგორი იმუნიტეტი ჰქონდა ამ ხალხს და რომელი ვაქცინა როგორ იმუნიტეტს ტოვებდა, მაგრამ ჯერჯერობით ვინაიდან შეფასებას მხოლოდ ანტისხეულებით განპირობებული იმუნიტეტი ექვემდებარება, ამით უნდა დავკმაყოფილდეთ. კვლევა, რომელიც ანტისხეულების ტიტრის შესაფასებლად ტარდება, მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ეს არ არის აბსოლუტური კრიტერიუმი",- განაცხადა ცერცვაძემ" "ინტერპრესნიუსთან", - წერს სტატიის ავტორი.

აუცილებელია თუ არა კოვიდგადატანილთა აცრა - “აცრა გაცილებით უფრო მყარ და ხანგრლივ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე ინფექციის გადატანა”

"იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ „კოვიდ-19", რჩება იმუნიტეტი ვირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაცია კი ამ იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს და ადამიანი მეტად დაცული ხდება ხელახალი დაინფიცირების საშისროებისგან - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტი მარინა ენდელაძე საუბრობს. „აუცილებელია საზოგადოების ის ნაწილიც აიცრას, რომელმაც უკვე გადაიტანა ვირუსი, გამომდინარე იქიდან, რომ გადატანილი კოვიდინფექცია ტოვებს ორგანიზმში გარკვეულ იმუნიტეტს, თუ ამას ვაქცინაც დაემატება, მათთვის ეს იქნება ბევრად უფრო დიდი დაცვის საშუალება, ვიდრე დავუშვათ, იმ აცრილებისაა ვისაც მანამდე კოვიდი არ გადაუტანიათ" - განაცხადა ენდელაძემ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, აუცილებელია თუ არა კოვიდგადატანილთა აცრა - “აცრა გაცილებით უფრო მყარ და ხანგრლივ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე ინფექციის გადატანა”

"აღნიშნულთან დაკავშირებით "რეზონანსთან" ჯანდაცვის ექსპერტი, ინფექციონისტი აკაკი ზოიძეც საუბრობს, მისი თქმით, აცრა ყველასთვის ერთნაირად აუცილებელია რათა პანდემიის საბოლოოდ დავამარცხოთ. „ცნობილია, რომ აცრა გაცილებით უფრო მყარ და ხანგრლივ იმუნიტეტს იძლევა, ვიდრე ინფექციის გადატანა. აქედან გამომდინარე, აცრა ყველასთვის აუცილებელია, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა გადატანილი ვირუსი" - ამბობს ზოიძე. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელი, რამაც შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. ,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ. ,,კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

"ამასთანავე, გაბუნიას განმარტებით, მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა. „ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან ჩვენც უკვე ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. „ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე, მომავალ კვირაში შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ უკვე, შეიქმნა პრეცედენტები იმის, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე. „ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა ამ ჯგუფთან მიმართებით უფრო ადრე იქნას მიღებული გადაწყვეტილება" - განაცხადა თამარ გაბუნიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა