გიგი უგულავა ფოთში „ოცნების“ კანდიდატზე - სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი ნებით ხდებიან აგენტები,  ეს ადამიანი არის დაშანტაჟებული, ამიტომ მზად ვარ, როგორც მსხვერპლს, გვერდით დავუდგე

ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს, მკაფიო განმარტება გააკეთოს მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაზე ან შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, სუს-ის საიდუმლო მასალებიდან, რომელიც „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, ირკვევა, რომ ბექა ვაჭარაძე არის სისტემის მსხვერპლი.

„დიახ, მსხვერპლი, იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი ნებით ხდებიან აგენტები, თანხმდებიამ მოსმენას შანტაჟსა და გადაბირებას. ეს ადამიანი, როგორც ირკვევა, არის დაშანტაჟებული პირადი ცხოვრების მასალებით, ამიტომ, ის არის ცალსახად მსხვერპლი. მზად ვარ მას, როგორც მსხვერპლს გვერდზე ყველანაირად დავუდგე, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ამორალური და საზიზღრობა. ამავე დროს, მინდა მივმართო მას - ის იქნება მსხვერპლი საზოგადოებისა და ფოთელების წინაშე, თუ ის მკაფიო განმარტებას გააკეთებს იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. ჩვენ მოვისმინეთ გამაოგნებელი რამ - იმის გამო, რომ ის სუს-მა დააშანტაჟა, ის ფაქტობრივად, მეთვალთვალედ, “ოპრიჩნიკად” მიუგზავნეს ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატს და ფაქტობრივ ოლიგარქს ფოთში, ბატონ ხახუბიას. ეს არის გამაოგნებელი და ამაზრზენი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მსოფლიოს ოცი საუკეთესო მწერალი რომ აიღოთ, ამ ისტორიებს ვერავინ შეთხზავს და მოიგონებს. სამწუხაროდ, ეს არის რეალური ისტორიები. ბატონ ვაჭარაძეს მინდა მოვუწოდო, დღის ბოლომდე გააკეთოს მკაფიო განმარტებები ან შეწყვიტოს კამპანია, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთი წინაპირობით ადამიანმა საერთოდ რაიმე კამპანია აწარმოო“, - განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ მის მიერვე დასახელებული მერობის ცალკეული კანდიდატი სუს-ის აგენტებად ჰყავს ქცეული. სულ საუბარია მერობის 23 კანდიდატზე. არხის მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მათ შორისაა „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე, რომელიც „გადაბირებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მეშვეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მიერ“. „მთავარი არხის“ ინფორმაციითვე, ვაჭარაძის დავალება პარლამენტის წევრ ირაკლი ხახუბიას მიყურადება, ჩაწერა, ინფორმაციის მოგროვება და ცენტრისთვის მიწოდებაა, გადაბირების თარიღი კი 2017 წელია“. ვაჭარაძის გარდა, საუბარია მარნეულის მერობის კანდიდატ კენან ომაროვზეც. „რეკრუტირებულია ანუ "დავერბოვკებულია" ქვემო ქართლის უშიშროების სამმართველოს მიერ 2007 წელს. აგენტურული ფსევდონიმი "ლევანი". მითითება - ჩაწერა, გადაღება, მოწოდება“, - ნათქვამია არხის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. გარდა ამისა, საუბარია ყვარლის მერობის კანდიდატ გივი ზაუტაშვილზეც, რომელიც არსებული ინფორმაციით, „გადაბირებულია კახეთის კუდ-ის სააგენტოს მიერ 2007 წელს, აგენტურული ფსევდონიმი "ფარი"; ევალება: საჯარო სამსახურში ინფორმაციის მოკრება და სუს-ისთვის მიწოდება“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა