თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, 15 სექტემბერს საერთაშორისო პოლიტიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ მოხდა, აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერმა მორისონმა პრაქტიკულად ახალი, ანგლო-საქსური სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნაზე გააკეთეს განცხადება.

ვიდრე ამის შესახებ გაკეთდებოდა განცხადება, ამ ქვეყნებმა ჯერ სადაზვერვო ერთიანობა შექმნეს. მართალია ჯერ მხოლოდ ამ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის კონტურები ჩანს, მაგრამ მომხდარი იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა, უკვე ღირს ამ თემაზე მსჯელობა. მითუმეტეს, რომ მალე გახდება ცნობილი კიდევ რომელი ქვეყნები შეუერთდებიან ამ ალიანსს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ უამრავი კითხვა გააჩინა. ამ პროცესში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ევროპის წამყვანი ქვეყნები, ასევე ახალ ვითარებაში როგორი იქნება ნატო-ს პერსპექტივა.

მოდით ჯერ მომხდარის შეფასებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და შემდეგ სხვა აქტუალურ თემებზე გავაგრძელოთ მსჯელობა.

რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ-ს, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნა და რა კორექტივებს შეიტანს მომხდარი დღევანდელ მსოფლიოში არსებული წესრიგისა თუ უსაფრთხოების კოორდინატების სისტემაში?

- ეს ფრიად საყურადღებო მოვლენაა, რომელიც უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემაში ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება იქცეს. მსოფლიო დინამიურად იცვლება, იკვეთება ახალი გეოპოლიტიკური ტრენდი, რომელიც თვისობრივად ცვლის ბევრის მიერ მუდმივ მოცემულობად აღქმულ თანამედროვე რეალობას.

მსოფლიო დინამიურად იცვლება, იკვეთება ახალი გეოპოლიტიკური ტრენდი, რომელიც თვისობრივად ცვლის ბევრის მიერ მუდმივ მოცემულობად აღქმულ თანამედროვე რეალობას

ეს ცვლილება რამდენიმე გარემოებას უკავშირდება, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ჩინეთის ფაქტორი, აშშ-ს მიერ საკუთარი როლის გადაფასება, ევროკავშირში მიმდინარე შიდა პროცესები, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვ.

ჩვენ შეჩვეულნი ვართ, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი წარმმართველი ევრო-ატლანტიკური სივრცეა. მაგრამ, ჩინეთის გავლენის ზრდასთან ერთად იზრდება აზია-ოკეანეთის რეგიონის მნიშვნელობა.

შესაბამისად წარმოიქმნება სიმძიმისა და მიზიდულობის ახალი ცენტრები, რასაც ეკვივალიბრუმის ძიებაში მყოფ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. როგორც წესი, ასეთ გამოწვევებს ყველაზე ადრე თალასოკრატიის ანუ საზღვაო სახელმწიფოები გრძნობენ.

წარმოიქმნება სიმძიმისა და მიზიდულობის ახალი ცენტრები, რასაც ეკვივალიბრუმის ძიებაში მყოფ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. როგორც წესი, ასეთ გამოწვევებს ყველაზე ადრე თალასოკრატიის ანუ საზღვაო სახელმწიფოები გრძნობენ

შესაბამისად, ახალი სამხედრო შეთანხმებაც სწორედ ამ სისტემის ფლაგმანებთან - აშშ, დიდი ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმდა, რაც სრულიად კანონზომიერია და ჰარმონიაშია გეოპოლიტიკის კანონებთან. იმავდროულად ეს შეთანხმება დახურული კლუბის შექმნას არ ნიშნავს, მასთან მიერთების შესაძლებლობა სხვა ქვეყნებსაც აქვთ.

- დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია რომელი ქვეყნები გახდებიან ამ ახალი ალიანსის მოკავშირეები. ამბობენ, რომ ამ ალიანსს მალე იაპონია და სამხრეთ კორეა შეუერთდებიან, მაგრამ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროცესის მიმართ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიცია და დამოკიდებულება.

თუ ამ თემაზე ბრიუსელში გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, უკვე ჩანს, რომ ევროპა ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიაზე დაიწყებს მუშაობას. თუ სწორედ ამ მიმართულებით განვითარდა პროცესები, საინტერესოა ნატო-ს, როგორც ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის მომავალი როგორი იქნება და საბოლოოდ როგორი იქნება ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია.

ამ მეტად აქტუალურ თემებზე მოვლენათა განვითარების თქვენი სავარაუდო სცენარის ვერსია როგორია?

- ევროპული უსაფრთხოების თემა საკმაოდ მგრძნობიარე და გამოწვევებით აღსავსეა. მეორე მსოფლიო ომის შედეგ ევროპული უსაფრთხოების მთავარ გარანტად აშშ და ნატო მიიჩნევა.

იმავდროულად თავად ევროკავშირის გაფართოება, მისი როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება, აგრეთვე საერთაშორისო საფრთხეების მზარდი და ცვალებადი ბუნება მოითხოვს საფრთხეების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების დახვეწას.

ევროკავშირი დიდი ხანია საუბრობს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე, რაც არა ნატოს კონკურენტი, არამედ პარტნიორი უნდა იყოს. ამიტომაც ნატოს ბოლო სამიტებზე განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ნატო ევროკავშირის ურთიერთობებს და მათი გაძლიერებისათვის საჭირო რამდენიმე საგულისხმო დოკუმენტსაც მოეწერა ხელი.

ევროკავშირი დიდი ხანია საუბრობს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის შექმნაზე, რაც არა ნატოს კონკურენტი, არამედ პარტნიორი უნდა იყოს

მართალია აშშ-დიდი ბრიტანეთი-ავსტრალიის ახლანდელი შეთანხმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებს სცილდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ შეთანხმების 2 ქვეყანა - აშშ და დიდი ბრიტანეთი, ნატოს დამფუძნებელი და გამორჩეულად ანგარიშგასაწევი წევრებია, ხოლო ავსტრალია ნატოს პარტნიორთა შორის გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ქვეყანაა.

ამიტომაც ამ შემთხვევაში ნატოსთან კონკურენციაზე კი არა, ალიანსისა მისი პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანებაზე უნდა ვისაუბროთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელთა სივრცითი განზომილებაც სცილდება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულები ორგანიზაციის არეალს და ყველა პარტნიორის ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს.

ამიტომაც, აშშ-დიდი ბრიტანეთი-ავსტრალიის ახალ შეთანხმებაზე დღეს არსებული შეფასებების განსხვავებულობის მიუხედავად ახალ ინიციატივას შესაძლებლობად უფრო განვიხილავდი, ვიდრე „განხეთქილების ვაშლად“.

აშშ-დიდი ბრიტანეთი-ავსტრალიის ახალ შეთანხმებაზე დღეს არსებული შეფასებების განსხვავებულობის მიუხედავად ახალ ინიციატივას შესაძლებლობად უფრო განვიხილავდი, ვიდრე „განხეთქილების ვაშლად“

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილის მტკიცებით ამერიკულ-ბრიტანულ-ავსტრალიური ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის მთავარი სამიზნე ჩინეთი იქნება.

დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, მომხდარი უპირატესად იმას უკავშირდება რომ სი ძინ პინის მმართველობის დროს ჩინეთის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად არა მარტო გააქტიურდა, იგი არც მალავს, რომ მას საკმაოდ შორსმიმავალი გეგმები აქვს მთელ მსოფლიოში ჩინეთის პოზიციების გასამყარებლად.

ამის რესურსები ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ადამიანური პეკინს რომ აქვს, ფაქტია. მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის წილი ყოველ წელს მატულობს და კარგა ხანია აშშ-ს წილსაც უტოლდება. მისი პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ცხადია დიდი დრო არ დასჭირდება მას, ამერიკასაც გაუსწროს.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ეკონომიკაში რუსეთის წილი მხოლოდ 2%-ს შეადგენს, პეკინსა და მოსკოვს შორის პარტნიორული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული, კრემლი ჩინეთთან ღია კონფრონტაციაში შესვლას არ დააპირებს.

ახალი ალიანსის ჩინეთთან დაპირისპირებაში რა პოზიციას დაიკავებს მოსკოვი?

- ვფიქრობ, რუსეთი პოზიცია სიურპრიზი არვისთვის იქნება. ამ შემთხვევაში კრემლის ლოგიკა მარტივია - თუ სადღაც ძლიერდება ნატო, მოსკოვი მხარს დაუჭერს ანტინატოს, თუკი ჩინეთი აშშ-ს კონკურენტად ან მოწინააღმდეგედ განიხილება, რუსეთი ჩინეთისკენ გადაიხრება.

თუ სადღაც ძლიერდება ნატო, მოსკოვი მხარს დაუჭერს ანტინატოს, თუკი ჩინეთი აშშ-ს კონკურენტად ან მოწინააღმდეგედ განიხილება, რუსეთი ჩინეთისკენ გადაიხრება

თუმცა, ამასთანავე გასათვალისწინებელია რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობის საფუძვლებიც და აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ როგორც რუსეთ-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ისეთ მრავალმხრივ ფორმატს, როგორიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია.

ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თანამშრომლობის კომპონენტი და, ასევე, რეჟიმების იდეოლოგიურ-შინაარსობრივი სიახლოვეც. ეს ყოველივე რუსეთს ჩინეთის ბუნებრივ მოკავშირედ აქცევს, თუმცა ამ თანამშრომლობასაც თავისი საზღვრები აქვს, რაც თავად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩინეთის მზარდი გავლენითაა განპირობებული.

ბევრი გარემოებების გამო რუსეთი ჩინეთის ბუნებრივი მოკავშირეა, თუმცა ამ თანამშრომლობასაც თავისი საზღვრები აქვს, რაც თავად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩინეთის მზარდი გავლენითაა განპირობებული

- მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ რუსეთისთვის ჩინეთის მოსაზღვრე შორეული აღმოსავლეთი პეკინთან ურთიერთობაში ყველაზე სუსტი წერტილია. თავად რუსებიც ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას რუსეთის აღმოსავლეთში ჩინეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსიის მასშტაბების გამო.

ეს კი იმას წინაპირობაა, რომ პეკინი და მოსკოვი რუსეთისვე სივრცეში კონკურენტები არიან. ავღანეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთს შუა აზიაში თავისი პოზიციების გამყარების შანსი მიეცათ, მაგრამ ამ ქვეყნებში ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია საკმაოდ დიდია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებისთვის საფრთხეს რუსეთი კი არა ჩინეთი წარმოადგენს.

ფაქტია, რომ რუსეთს მალე ევროპელებთან ცალკე, ცალკე ანგლო-საქსებთან და ცალკე ჩინელებთან მოუწევს საკვანძო საკითხებზე თანამშრომლობა.

თუ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ალიანსსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ფორსირებულ რეჟიმში გართულდა, სავარაუდოდ, მოქმედების რა სტრატეგია ექნება მოსკოვს?

- რუსეთ-ჩინეთისა და რუსეთის აზიურ პოლიტიკაზე საუბრისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ესაა როგორც თავად რუსეთ-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე მრავალმხრივი ფორმატები და, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რეგიონალური კონტექსტი.

ავღანეთიდან აშშ-ს და შესაბამისად ნატოს გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა. არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობა სწორედ რეგიონული სახელმწიფოების საზრუნავი ხდება. ამ კონტექსტში იზრდება რუსეთისა და ჩინეთის პასუხისმგებლობაც. ამერიკამ უარი თქვა მსოფლიო პოლიციელობაზე და ამ მძიმე მისიას სხვადასხვა ქვეყნებს უნაწილებს. რეგიონის ქვეყნებს მოუწევთ უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება.

ავღანეთიდან აშშ-ს და შესაბამისად ნატოს გამოსვლამ ბევრი რამ შეცვალა... მთელი რეგიონის სტაბილურობა რეგიონული სახელმწიფოების საზრუნავი ხდება. ამ კონტექსტში იზრდება რუსეთისა და ჩინეთის პასუხისმგებლობაც. ამერიკამ უარი თქვა მსოფლიო პოლიციელობაზე და ამ მძიმე მისიას სხვადასხვა ქვეყნებს უნაწილებს. რეგიონის ქვეყნებს მოუწევთ უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობის აღება

ვფიქრობ, რუსეთსაც და ჩინეთსაც კარგად ესმით არსებული გამოწვევები, მაგრამ არც ერთი მათგანი დღეს მზად არ არის რეგიონული სტაბილურობის გარანტის ფუნქცია იტვირთოს. ამასთანვე რუსეთს კარგად ახსოვს სსრკ-ს ავღანური ეპოპეის მწარე გამოცდილებაც. ამიტომაც ვითარება საკმაოდ პრობლემურია ისევე, როგორც სამომავლო პერსპექტივაც.

ფაქტი ერთია, ავღანეთიდან აშშ-ს გამოსვლის შემდგომ რუსეთსაც და ჩინეთსაც მოუწევთ იმ კომფორტის ზონის დატოვება, რაც რეგიონულ უსაფრთხოებაზე ნატოს და აშშ-ს ზრუნვითა და სამხედრო ყოფნით იყო შექმნილი.

ადვილია საუბარი ახალ ეკონომიკურ პროექტებზე, როდესაც სხვა არის პასუხისმგებელი რეგიონში უსაფრთხოებაზე. ეს კომფორტი დღეს დასრულდა, შესაბამისად რეგიონის ყველა სახელმწიფომ, განსაკუთრებით კი დიდი მოთამაშის ამბიციის მქონე ქვეყნებმა, საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ.

- ამ მოვლენების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია რომ პაკისტანი, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ სამხედრო სწავლებას ატარებენ.

ავღანეთში განვითარებული პროცესების ფონზე, მხედველობაში მაქვს ამ ქვეყნიდან ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების გასვლა და მის ხელმძღვანელობაში „თალიბების“ მოსვლა, ამ რეგიონსა და მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება.

„თალიბებთან“ ჩინეთის აქტიურად თანამშრომლობს ფონზე ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული ჩვენი ორი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ავღანეთში მომხდარი ამბები, ასევე აშშ-ს, ბრიტანეთისა და ავსტრალიის ახალი სამხედრო ალიანსის შექმნა საქართველოს დააყენებს სერიოზული გამოწვევების წინაშე.

ყველაფერ იმის გათვალისწინებით რაც მსოფლიოში, მათ შორის ჩვენგან არც ისე შორს ხდება, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო?

- აზერბაიჯანი-თურქეთი-პაკისტანის სამხედრო თანამშრომლობის თემა შარშან, ყარაბაღის ომის დროს გააქტურდა. საკმაოდ შთამბეჭდავი კლიპები და სიმღერებიც იქნა ამ თემაზე შექმნილი. როგორც ვთქვი, ვითარება აზიის რეგიონში რადიკალურად იცვლება, რაც ახალი ალიანსები შექმნას განაპირობებს.

მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს გვთავაზობს და ამ გამოწვევებისათვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე ცვლილებები შესაძლებლობებსაც შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო სწორედ ნატოს გაფართოებულ შესაძლებლობათა პარტნიორების იმ კლუბის წევრია, რომელშიც ავსტრალია შედის. ამიტომაც უნდა ვიფიქროთ თანამშრომლობის ახალ მოდელებზე როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან.

მომავალი საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებს გვთავაზობს და ამ გამოწვევებისათვის მზად უნდა ვიყოთ. მიმდინარე ცვლილებები შესაძლებლობებსაც შეიცავს... ამიტომაც უნდა ვიფიქროთ თანამშრომლობის ახალ მოდელებზე როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან

ამასთანავე თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. საქართველოში არსებობს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. საქართველოში ასევე ტარდება ნატოსთან ერთობლივი წვრთნები, რომლებსაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ქართული ძალები მეთაურობენ.

ჩვენი შეიარაღებული ძალების ავღანეთში ყოფნამ ფაქტიურად აღმოფხვრა ჩვენი შეირაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის საკითხი. ყოველივე ამას დღეს სწორი პოლიტიკური კაპიტალიზაცია და შესაბამისი მიმართულების მიცემა სჭირდება.

ეს კი ჩვენგან მოითხოვს ახალ ინიციატივებსა და ძალისხმევას როგორც პარტნიორებთან ურთიერთობაში, ასევე ქვეყნის შიგნით იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად მწვავდება და ასუსტებს ქართულ სახელმწიფოს.

- სულ ცოტა ხნის წინ ნატო შავ ზღვაში თავისი პოზიციების გაძლიერებაზე საუბრობდა და ამ პროცესში საქართველოს მონაწილეობაც იგულისხმებოდა. ფაქტია, რომ ახალი ალიანსის შექმნა დააჩქარებს ერთი მხრივ ამ ალიანსის ფორსირებულად ფორმირების და მეორე მხრივ ნატო- რეფორმირების პროცესს.

ყველაფერი ეს კი გაამარტივებს საქართველოს როგორც ერთთან, ისე მეორესთან ურთიერთობასა და კოორდინაციას. განვითარებული მოვლენების ფონზე რა შანსები აქვს საქართველოს გაზარდოს ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი ქვეყნის დაცულობისა და უსაფრთხოების დონე?

- როგოც ავღნიშნე, პოტენციური შანსები ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამას დანახვა და გამოყენება სჭირდება. შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს, რასაც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარებისა და ჩვენი ნატოში ინტეგრაციის ფორსირების შესაძლებლობების შექმნა შეუძლია.

ამის განსახორციელებლად საჭიროა მთელი ძალისხმევა და რესურსები ეროვნულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიული ამოცანებისკენ იყოს მიმართული. ჩვენ კი პირიქით ვაკეთებთ. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 2 წელი ჩვენ მთლიანად შიდა დაპირისპირებაში გავატარეთ და ჩვენს ირგვლივ მიმდინარე უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესები ყურადღების მიღმა დაგვრჩა.

ნატოს ძლიერი და საიმედო პარტნიორი სჭირდება და არა შიდასკანდალებით და კომპრომატებით მებრძოლი პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ყოველდღიურად სცილდებიან რეალობას და პრობლემას უქმნიან საქართველოს თანამედროვე განვითარებას.

ნატოს ძლიერი და საიმედო პარტნიორი სჭირდება და არა შიდასკანდალებით და კომპრომატებით მებრძოლი პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლებიც ყოველდღიურად სცილდებიან რეალობას და პრობლემას უქმნიან საქართველოს თანამედროვე განვითარებას

- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველო საშინაო პოლიტიკაში არსებული პრობლემებითაა დაკავებული.

ფაქტია ისიც, რომ რაც უფრო დიდხანს ვერ დავლაგდებით ქვეყნის შიგნით, ვერ შეძლებს ქვეყანა იმ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირებას, რასაც დრო და ვითარება მოითხოვს.

გაქვთ განცდა, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი შეძლებს დროულად დაასრულოს დაპირისპირება და მოიცლის ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება?

- დღევანდელი ვითარება არათუ სამწუხარო, არამედ საგანგაშოა. დისკრედიტირებულია თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ყოველდღიურად ღრმავდება პოლარიზაცია, თავი იჩინა რადიკალიზმმა, საზოგადოებაში იზრდება ნიჰილიზმი, სახელმწიფოსადმი უნდობლობა და ასევე დაუცველობის შეგრძნებაც.

ამასთანავე ძალზე მწვავე კითხვები გავაჩინეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებშიც, რითაც ვაზარალებთ ათეული წლების განმავლობაში უდიდესი წვალებითა და ძალისხმევით ნაშენებ ურთიერთობებს და მათ სამომავლო პერსპექტივას. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საკუთარი სახელმწიფოს ჩამოსაშლელად. მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს.

ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომების კასკადი, დაკარგული დრო და გაშვებული შესაძლებლობები ძალზე ძვირად დაგვიჯდება. საფრთხეები და გამოწვევები ყოველდღიურად მატულობს. იმისათვის, რომ მათ ვუპასუხოთ, ჯერ ისინი უნდა დავინახოთ და სწორად შევაფასოთ, მათ შორის, პირველ რიგში, საკუთარი შეცდომები უნდა დავინახოთ. ეს კი, საქართველოში უდიდესი პრობლემაა.

დაკარგული დრო და გაშვებული შესაძლებლობები ძალზე ძვირად დაგვიჯდება. საფრთხეები და გამოწვევები ყოველდღიურად მატულობს. იმისათვის, რომ მათ ვუპასუხოთ, ჯერ ისინი უნდა დავინახოთ და სწორად შევაფასოთ

ჩვენ მხოლოდ უშეცდომო და ყველაფერში მართალი ხელისუფლებები გვყავს, ამ მიდგომით კი პრობლემები არ გვარდება. დღეს ჩვენ ძალიან საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. ეს სავალალო მოცემულობა მკაფიოდ ჩანს საერთაშორისო გადმოსახედიდან.

ამიტომაც ჩვენი პარტნიორები ცდილობენ დაგვანახონ ეს რეალობა. ჩვენ კი მათ მოწოდებები არ გვესმის და ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვაზარალებთ. დღეს კიდევ არის შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა, ხვალ კი შეიძლება ძალზედ გვიანი იყოს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს