სერგო ჩიხლაძე - ხალხო, ასე რამ დაგაბეჩავათ: მოსმენებსაც ვიტანთ, ტერორს, სიღარიბეს - გვიკვირს, ავღანელებმა „თალიბანი“ როგორ დაისვეს თავზე, ჩვენ როგორ დავისვით „კლოუნები“

მე როგორც ქართველს, მრცხვენია დღეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვლი იწოდება , - ამის შესახებ "მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

რაც შეეხება „სისხლიან ბანერებს,“ სადაც „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერები არ არიან გამოსახული, აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ პარტიას ამით ანტირეკლამა გაუკეთა.

როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, მმართველი პოლიტიკური ძალის მცდელობაა, მოახდინოს პოლარიზაცია, სადაც მხოლოდ ორი ძალა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი.

მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, ამომრჩეველმა „სათანადო არჩევანი“ უნდა გააკეთოს.

„ესეც პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვიღაცები “ნაციონალური მოძრაობის” ბანაკში გადააგდეს - თქვეს, რომ ისევ „მე და „ნაციონალური მოძრაობა“ ვართ.”

„მესამე ძალა“ იმიტომ გვქვია და იმიტომ არის ეს იდეა, რომ არ მოგვწონს არც ერთი და არც მეორე, არის ალტერნატივა. ჩვენი, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ „ნაციონალებთან“ გადაგდება ვერ შეძლეს. ეს ძალა მიიკერეს თვითონ - არის „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა.“ 2012 წლიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“, ამას ებრძვიან. ამიტომაც, ანტირეკლამა და ანტიპიარი გაგვიკეთა ბატონმა ღარიბაშვილმა. მიუხედავად ამისა, ჩვენი დამოკიდებულება ღარიბაშვილის მიმართ არ იცვლება. მე, როგორც ქართველს, ამ ქვეყნის მოქალაქეს მრცხვენია დღეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად იწოდება. ეს მართლა სირცხვილია. მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხო, ასე რამ დაგაბეჩავათ, მოსმენებსაც ვიტანთ, ტერორს, ძალადობას, სიღარიბეს, კოვიდის ცუდად მართვას. გვიკვირს ხოლმე, „თალიბანი“ როგორ დაისვეს ისევ თავზე და ჩვენ ქათველებმა, წელგამართულმა, დიდი ისტორიის მქონე ერმა, როგორ დავისვით ერთი ოლიგარქი თავზე და ისეთი „კლოუნები“, როგორიც ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვები არიან.

2 ოქტომბერს მივალთ და სათანადო არჩევანს გავაკეთებთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა