ირაკლი ღარიბაშვილი - სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად

ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები.

„გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკრო სამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იგივე შედეგის მიღწევა.

ამიტომ, ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელს რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად. ეს ფორმატი დიალოგსა და რწმენის შექმნას დაეხმარება და საერთო ინტერესების მქონე რეგიონალურ საკითხებზე პრაქტიკულ გადაწყვეტას მოახდენს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. საქართველო მზადაა თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, სადაც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები, რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთ კავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

„მოდით, პატარა ნაბიჯებით დავიწყოთ ნდობის შენება და შემდეგ გადავიდეთ სხვა რეგიონალური და გლობალური საკითხების გადაჭრაზე. მდგრადი მშვიდობა და საერთო სტრატეგიული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში სარგებელს მოუტანს მთელი შავი ზღვის რეგიონს და სტაბილურობას უზრუნველყოფს ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც.

მეგობრებო, ჩემი გამოსვლა მინდა დავასრულო რითიც დავიწყე: აქ კოლექტიური საქმის კეთების სულისკვეთებით შევიკრიბეთ. ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის იქნება, თუ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განვითარების დასაფინანსებლად ან მშვიდობის შესანარჩუნებლად, კოლექტიური ქმედების საჭიროების ნიშნად, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ერთად ვიცხოვროთ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მუშაობით წარმატებული ვიქნებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი კანაშვილი - თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა დამატებითი ამომრჩევლის გამოყვანა, ხოლო „ოცნებამ“ სულ მცირე იგივე რაოდენობა გამოიყვანა, რაც პირველ ტურში, შედეგი ოპოზიციისთვის  მძიმე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 28.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გაიაქტიურეთ "სილქფესტის" საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად
მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა