„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ, გამოძიების დაწყებას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ „TV პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

„ვეხმიანებით TV” პირველის ეთერში სასამართლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით გასულ, სიუჟეტს. ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება და ის ფაქტი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები არა მართლმსაჯულების, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების შესაბამისად მიიღება.

შაბათს, 25 სექტემბერს, „TV პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, “ოცნების” დეპუტატები, ირაკლი კოვზანაძე და პაატა კვიჟინაძე, მათი კოლეგის, ამჟამად უკვე ყოფილი დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის დახმარებით ახდენენ გავლენას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე. ამ პროცესში, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი გავლენა აქვს დეპუტატ მამუკა მდინარაძესაც.

წლებია, სამოქალაქო სექტორი, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს ზარდიაშვილის კავშირების შესახებ სასამართლოს გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან. მას კლანის წევრებთან ახლო, ნათესაურ-მეგობრული კავშირებიც აქვს. კერძოდ, ზარდიაშვილი და კლანის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჩინჩალაძე მეჯვარეები და ნათელ-მირონები არიან. ვანო ზარდიაშვილის კავშირებზე საუბრობდა ასევე ყოფილი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია. მისი განცხადებით, ზარდიაშვილი ლობირებდა ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებს, რამაც კლანის ძალაუფლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ტელეკომპანია „პირველისთვის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერები გავრცელებული დოკუმენტური მასალებიდან გახდა ხელმისაწვდომი, რომელიც, სავარაუდოდ ფარული თვალთვალის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი. სუს-ის თვალთვალის სამიზნე იყვნენ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, მმართველი პარტიის დეპუტატები, საქართველოს პრეზიდენტი, მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ბიზნესმენები, სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული რამდენიმე საელჩოს თანამშრომლები, ჟურნალისტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. რამდენიმე ჟურნალისტმა, პოლიტიკოსმა და უფლებადამცველმა ფარულ ჩანაწერებში არსებული მიმოწერის/კომუნიკაციის ავთენტურობა დაადასტურა.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე