იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კომპანია „ალმას“ წინადადებას, რომელიც სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიის გამომწვევი სარეკლამო ბანერების განთავსების შეზღუდვას გულისხმობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა გარე რეკლამის გამავრცელებელი კომპანია „ალმას“ წინადადებას, რომელიც სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიის გამომწვევი სარეკლამო ბანერების განთავსების შეზღუდვა-აკრძალვას გულისხმობს.

შპს „ალმამ“ აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს იდეის დონეზე შესთავაზა, კანონპროექტზე მუშაობას კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დაიწყებს.

ამასთან, როგორც საკითხის განხილვისას ითქვა, კანონპროექტის მომზადების პროცესში შეჯერდებიან, ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე გავრცელდეს თუ ზიზღის შემცველი ბანერების გამოყენება ზოგადად იყოს აკრძალული.

კომიტეტის ყველა წევრის პოზიცია გამოიხატა იმაში, რომ „ალმას“ ინიციატივა კარგია და ახლა საუკეთესო დროა, საკითხზე მუშაობის დასაწყებად.

„წინასაარჩევნო პერიოდში ზიზღით, სიძულვილის ენით საუბარი ავნებს სრულიად საზოგადოებას. ეს არის სრულიად მიუღებელი. მნიშვნელოვანია საარჩევნო პერიოდი გაჯერებული იყოს საარჩევნო პროგრამებითა და გეგმებით და არა სიძულვილის ენითა და პოლარიზაციის გაზრდით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა