სალომე სამადაშვილი - რამდენი პრობლემა არ იარსებებდა, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო - „კლანი“, რომელიც დღეს იღებს გადაწყვეტილებებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არსად წავა

ალბათ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის უნდა შეახსენონ, რომ მათაც ჰქონდათ შანსი, სასამართლო დამოუკიდებლობა შეექმნათ და სამწუხაროდ, არ შექმნეს. როდესაც საუბრობენ, რომ ინსტიტუციები შეიქმნა, ვთქვათ, რომ რეალურად ვერ შეიქმნა, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს, ერთ დღეში ვერ მოახერხებს სასამართლო სისტემის შეცვლას.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, თავის დროზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა შანსი სასამართლოში არსებული ვითარება შეეცვალა, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს არ გააკეთა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მომავალმა ხელისუფლებამაც მოინდომოს სასამართლოს სისტემის გამოყენება, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ.

„ქვეყანა მთლიანად აღმოჩნდა ძალიან რთულ მდგომარეობაში, 30 წელიწადია დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს და აღმოჩნდა, რომ არ გვაქვს ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შედგება დამოუკიდებელი სასამართლო. რამდენი პრობლემა არ იარსებებდა ჩვენს გარშემო, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო და ნდობა. ის სასამართლო „კლანი,“ რომელიც დღეს იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც არსად წავა, ერთ დღეში არ მოხდება ამის დემონტაჟი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ძალიან მარტივი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, სასამართლო სისტემის მართვა, სანამ შესაბამისი რეფორმა არ განხორციელდება. განაცხადი, რომ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება დასრულდეს, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ეს არის ამნისტიის შეთავაზება. რომ მოინდომოს შემდგომმა ხელისუფლებამ, ძალიან წარმატებით შეუძლია აწარმოოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დევნა.

ალბათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის უნდა შეახსენონ, რომ მათაც ჰქონდათ შანსი, სასამართლო დამოუკიდებლობა შეექმნათ და სამწუხაროდ, არ შექმნეს. როდესაც საუბრობენ, რომ ინსტიტუციები შეიქმნა, ვთქვათ, რომ რეალურად ვერ შეიქმნა. იმ პოზიციის დაცვას არ ვაპირებ, რომ უშეცდომო იყო „ნაციონალური მოძრაობა“, სერიოზული შეცდომები რომ დაუშვა, იმიტომ დაკარგა ხელისუფლება, მათ შორის დანაშაულსაც ჰქონდა ადგილი და ამიტომ დაკარგა ძალაუფლება, მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რა არ ავიწყდება ხალხს, - შევარდნაძის ხელისუფლება გაისტუმრეს 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, არ მახსოვს, რომ „მოქოქილიყო“ მთელი სახელისუფლო პროპაგანდული მანქანა წინამორბედი რეჟიმის მანკიერებებზე სალაპარაკოდ. ვიღაცას მოსწონდა-არ მოსწონდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პროგრესზე ესაუბრათ. ამაშია ფუნდამენტური განსხვავება. „ქართულმა ოცნებამ“ რა უნდა შესთავაზოს, არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი სალაპარაკოდ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო