სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან

სასტურმო "რუმსში" ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან. შეხვედრა უკვე გამართეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ამ წუთებში ამერიკის სენატის წარმომადგენლებს "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წევრები ხვდებიან.

როგორც პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განმარტა, შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

"ეს იყო დახურული შეხვედრა. მე ვერ ვასაჯაროვებ ინფორმაციას, თუ ვის შევხვდით და ბუნებრივია ვერც იმას, თუ რაზე ვისაუბრეთ კონკრეტულად. ამ დახურულ შეხვედრაზე ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი გავაცანით, რაც დღის წესრიგში დგას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს ეხება მეორე ტურს, წინასაარჩევნო გარემოს, ვისაუბრეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე", -აღნიშნავს ბოკუჩავა.

დახურულ შეხვედრას ესწრება სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. შეხვედრაზე დილის საათებში იმყოფებოდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!