პრეზიდენტი - არ არსებობს  საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი - ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება

ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ვეტერანების ღვაწლზე ისაუბრა და მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო ვეტერანებო, თქვენ ხართ რეალურად ჩვენი საზოგადოების მაგალითი და ჩვენი საზოგადოების საყრდენი იმიტომ, რომ თქვენ გაიგივებული ხართ არა მხოლოდ ისტორიასთან და წარსულთან, არამედ მომავალთან. არ არსებობს საზოგადოება, რომელიც პატივს არ სცემს თავის ვეტერანებს და ჰყავს ძლიერი ჯარი. ვეტერანების დაფასებით იზომება ჯარის დაფასება, ჯარის შემართებაც ვეტერანების დაფასებაზე დგას და არა მხოლოდ. რეალურად, დღევანდელ დღეს ჩვენი რეზერვი ხართ თქვენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან მადლიერება გამოხატა ვეტერანების მიმართ და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას პატრიოტიზმი სჭირდება.

„თქვენი დღევანდელი პროფესიონალიზმი არის ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება, რაც ქვეყნის თანამედროვე ჯარს და საზოგადებას სჭირდება. საზოგადოების შემართება, საზოგადების გამოსვლა ერთგვარი დეპრესიიდან სწორედ თქვენს შემართებაზეა დამოკიდებული და ისეთ ადამიანებზე, რომლებმაც იციან, რისთვის იბრძოლეს წარსულში და რისთვის შეიძლება იყოს საჭირო მომავალში ბრძოლა. პატრიოტიზმი არის ის, რაზეც ჩვენ ვდგავართ, მითუმეტეს პატარა ქვეყანა მის გარეშე ვერ ვიდგებით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს