კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას - არჩევანი არის ძალიან მარტივი, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, ხვალიდან თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს.

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ თბილისელების მხარდაჭერით გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს.

კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მეორე ტურში არაფერია ტრაგიკული და პირიქით მეტი მოტივაციაა.

„მეორე ტურს რაც შეეხება, აქ ტრაგიკული ნამდვილად არაფერი არ არის. კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები პირველ ტურში დამთავრებულიყო, მაგრამ ამან მოგვცა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით, მეტი მოტივაციით მივაღწიოთ გამარჯვებას. ხვალიდან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვიწყებ მეორე ტურისთვის. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხარდაჭერით ჩვენ საბოლოოდ მივიყვანთ გამარჯვებას", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძე ფიქრობს, რომ თბილისელებს მარტივი არჩევანი აქვთ: არჩევანი უნდა გააკეთონ სიბნელესა და სინათლეს შორის.

„მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელებისთვის, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს რეალობას. ძალიან კარგად ხედავს, რა გაკეთდა ბოლო 4 წლის განმავლობაში. მე გულწრფელად ვამბობ, არ ვტრაბახობ არაფერს. ამის თქმის საშულებას მაძლევს გაკეთებული საქმეები, ის განხორციელებული პროექტები, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ის ძალა, ვისაც ექნება თბილისელების მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა, რადგან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სურვილი, რომ ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა იხილონ.

არჩევანი არის ძალიან მარტივი - არჩევანი უნდა გავაკეთოთ სიბნელესა და სინათლეს შორის. მეორე მხარეს არის ბოროტება, სიძულვილი, თუ კი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, შესაბამისად, ძალიან მარტივია არჩევანი გავაკეთოთ.

დღეს, რაც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას სჭირდება, ეს არის სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და აღმშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან კალაძის თქმით, მისთვის არ არის საინტერესო, რას გეგმავს ოპონენტი.

„გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის საინტერესო არ არის, რას გეგმავს ოპონენტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაპირებ მე, როგორ ვხედავ ქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში - რა პროექტები უნდა განხორციელდეს, რომელი უბნები, რომელი ქუჩები, რომელი პარკები უნდა რეაბილიტირდეს. ეს აინტერესებს საზოგადოებას, ამაზე ვესაუბრებოდი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და ახლაც ვაპირებ, გავაგრძელო ეს, იმიტომ რომ უფრო მეტად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, რათა იცოდნენ, რა გვინდა, როგორია ჩვენი ხედვა, როგორი გვინდა, იყოს ჩვენი ქალაქი, რა უნდა გაკეთდეს 4 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება