ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მიმართვისას დაყოვნების მაჩვენებელი მაღალი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდპაციენტების მიმართვისას დაყოვნების მაჩვენებელი მაღალი არ არის.

როგორც ტიკარაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, პაციენტებს მხოლოდ საღამოს საათებში აყოვნებენ და „ეს რიცხვი დრამატული არ არის“.

„შეგიძლიათ მომაწოდოთ კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელი ადამიანი ვერ იღებს მომსახურებას და შემიძლია გაგცეთ კონკრეტული პასუხი. მთელ საქართველოში ჩვენ დაყოვნების პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი დაყოვნება არის დილის და რამდენი საღამოს საათებში. დილის საათებში პაციენტის დაყოვნება ჩვენ არ გვაქვს და არც დღემდე გვქონია. საღამოს საათებში დაყოვნება მერყეობს 7-დან 8 დაყოვნებამდე და ესეც არ არის დრამატული რიცხვი. აქ ხდება დროში დაგვიანება, თუმცა, მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის მოწოდებული, არ ვიყოთ მხოლოდ საყვედურის რეჟიმში, რადგან ძალიან კარგად ვიცით, თუ ჩვენ რამე მოგვეთხოვება, ასევე მოეთხოვება სხვასაც - დაიცვას ის არსებული წესები, რასაც ჩვენ უკვე ორი წელია მოვითხოვთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია